"მაისურების შეცვლა არ ნიშნავს, რომ ადამიანებს ვეღარ ვიცნობთ" - "ევროპული საქართველო“ ამომრჩეველზე ზეწოლის შესახებ ვიდეოს აქვეყნებს
09-06-2019
"მაისურების შეცვლა არ ნიშნავს, რომ ადამიანებს ვეღარ ვიცნობთ" - "ევროპული საქართველო“ ამომრჩეველზე ზეწოლის შესახებ ვიდეოს აქვეყნებს
კრწანისის გამგებელი შერწყმულია კრიმინალებთან, ვაკის გამგებელიც მათთან ერთად დგას და ცდილობს ზემოქმედება მოახდინოს ამომრჩეველზე, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა, ირმა ნადირაშვილმა გაერთიანებული ოპოზიციის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ნადირაშვილმა ბრიფინგზე ვიდეო წარმოადგინა, სადაც "ქართული ოცნების" მხარდამჭერი დავით იმნაძეა ასახული, რომელმაც მისივე მტკიცებით, მაისური გამოიცვალა და მე-17 უბანზე ისევ ცდილობს ამომრჩეველზე ზეწოლა მოახდინოს.

"ქართული ოცნების" აქტივისტი დავით იმნაძე პირდაპირ ცდილობდა ზეგავლენა მოეხდინა ამომრჩევლის ნებაზე. იმის ნაცვლად, რომ ბატონი დავითი ამ წუთებში
იჯდეს პოლიციის შესაბამის განყოფილებაში და ახსნა-განმარტებებს იძლეოდეს, რატომ მოიქცა კანონის საწინააღმდეგოდ, რატომ ცდილობდა ლადო კახაძის სასარგებლოდ გაეკეთებინებინა ამომრჩევლისთვის არჩევანი, ამის ნაცვლად მინდა შემოგთავაზოთ ვიდეო, რომელიც ჩვენმა წარმომადგენლებმა გადაიღეს. ბატონმა დავითმა გამოიცვალა თავისი მაისური, დაბრუნდა მე-17 უბანზე და მისი რიტორიკა კიდევ უფრო აგრესიული გახდა. მინდა ვუთხრა
"ქართული ოცნების" წევრებს, მაისურების შეცვლა არ ნიშნავს, რომ ჩვენ ამ ადამიანებს ვეღარ ვიცნობთ და შესაბამისად, პასუხს არ მოვთხოვთ იმ უკანონო ქმედებების გამო, რომელსაც ამ უბნებში ახორციელებენ. მაგრამ როდესაც ბატონი დავითი აქ დაბრუნდა და თავისი საქმიანობის გაგრძელებას ცდილობს, ეს აბსოლუტურად უკარგავს ფასს "ქართული ოცნების" ოფისში ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგს, სადაც გვპირდებოდნენ, რომ აუცილებლად ყურადღებით მოეკიდებოდნენ მე-17 უბანზე მომხდარ ინციდენტს და ამ ფაქტის გამოძიება იქნებოდა დაწყებული. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ასე არ ხდება და საერთოდ, კლიმატი, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" დღეს საარჩევნო უბნებზე შექმნა, არის ძალიან მძიმე", - განაცხადა ნადირაშვილმა.

მისივე განცხადებით, ყველგან კრიმინალური ელემენტები დგანან "ქართული ოცნების" ხელისუფლების ოფიციალურ წარმომადგენლებთან ერთად.

"კრწანისის გამგებელი შერწყმულია კრიმინალებთან, ვაკის გამგებელიც მათთან ერთად დგას და ცდილობს ზემოქმედება მოახდინოს ამომრჩეველზე. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ყველა მთაწმინდელს, რომ ასეთი მეთოდებით ცხადია ვერ მოხდება ადამიანებისთვის არჩევანის შეცვლა. აუცილებელია, იყოს ძალიან დიდი აქტივობა, ყველა, ვისაც დღეს შეუძლია გადაწყვიტოს არჩევნების ბედი მთაწმინდაზე, მივიდეს და გააკეთოს თავისი არჩევანი. ეს არჩევანი არის ძალიან მარტივი - უსამართლობასა და სამართლიანობას შორის. მოვუწოდებ "ქართულ ოცნებას", კრიმინალებთან ერთად ნუ ცდილობენ ამ არჩევნების ბედის გადაწყვეტას", - განაცხადა ნადირაშვილმა.


"ინტერპრესნიუსი"
მათე
09 ივნისი 2019 16:29
ყოფილი და ახლანდელი ნაციონალების შფოთვა არჩევნების გაყალბებაზე იმდენად სასაცილოა, რომ მათ გარდა არავის მიაქვს გულთან. მათი ჩატარებული „სუფთა" არჩევნები არც თუ დიდი ხნის წინ იყო და ჯერ არავის დავიწყებია.

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?