რუსეთი ოკუპანტია !
"მაინცდამაინც სასიხარულად არ უნდა ჰქონდეს საქმე "ქართულ ოცნებას"
"მაინცდამაინც სასიხარულად არ უნდა ჰქონდეს საქმე "ქართულ ოცნებას"
9 ივნისს მთაწმინდის ამომრჩეველს შუალედური არჩევნების მეორე ტურში არჩევნის გაკეთებამ "ქართული ოცნების" კანდიდატ ლადო კახაძესა და "თავისუფალი დემოკრატებისა" და "ევროპული საქართველოს" კანდიდატ შალვა შავგულიძეს შორის მოუწია. როგორც ხელისუფლებისთვის, ისე ოპოზიციისთვის ეს არჩევნები პრინციპული იყო. დამკვირვებლები მას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ტესტადაც კი მოიხსენიებენ. წინასწარი მონაცემებით, მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი სახელისუფლებო კანდიდატი ლადო კახაძე გახდა. მან, ცესკოს ინფორმაციით, ხმების 61.83%, შალვა შავგულიძე კი 38.17% აიღო.

მთაწმინდის არჩევნებს გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ვახტანგ ძაბირაძე
აფასებს. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- ვვარაუდობდი, რომ "ქართული ოცნება" ყველაფერს გააკეთებდა მთაწმინდის მოსაგებად და ასეც მოხდა. ამ ოლქში მთელი სახელისუფლებო რესურსი იყო კონცენტრირებული, რაც პირველ ტურში "ქართულმა ოცნებამ" ვერ შეძლო, რადგან მთელი მისი რესურსი ზუგდიდისკენ იყო მიმართული. ეს ფაქტორი კარგად უნდა გააანალიზოს ოპოზიციამ. საქმე ის
არის, რომ 2020 წლისთვის არჩევნები შუალედურივით მხოლოდ რამდენიმე საარჩევნო ოლქში კი არა, მთელ ქვეყანაში ჩატარდება, შესაბამისად, ხელისუფლებას ამ მასშტაბებისთვის რესურსი არ ეყოფა, ვერ შეძლებს ყველგან ასეთ მობილიზებას და ეს ნამდვილად უნდა იქცეს ოპოზიციისთვის გამარჯვების შესაძლებლობად.
მთაწმინდაზე ოპოზიციამ, სამწუხაროდ, ვერ მოახერხა ამომრჩევლის სრული მობილიზება, რაც შეძლო ხელისუფლებამ. მან იმუშავა იმაზეც, რომ საარჩევნო ურნებთან ოპოზიციის ამომრჩეველი არ მისულიყო. ერთი მანდატის დაკარგვა "ქართული ოცნებისთვის" არაფერი იყო, მაგრამ იმის გამო, რომ ეს მართლაც გარკვეული რეპეტიციაა 2020 წლისთვის, ყველაფერი გააკეთეს გამარჯვებისთვის, თუმცა მთაწმინდის მეორე ტურმა მაინც ძალიან ბევრი რამ აჩვენა, რაც შეიძლება გაითვალისწინოს ხელისუფლებამაც, მაგრამ უფრო მეტად ოპოზიციამ. ეს მათთვის გაკვეთილი უნდა იყოს.

შავგულიძის მეორე ტური იყო მინიშნება იმაზე, თუ როგორ უნდა მოიქცეს ოპოზიცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, თუმცა რამდენად შეძლებს ჩამოყალიბებასა და მაჟორიტარულ ოლქებში ერთიანი ფრონტის შექმნას, არ ვიცი... არადა, სწორედ ეს იქნება გადამწყვეტი იმ ფაქტორთან ერთად, რომელზეც ზემოთ ვისაუბრე. ის, რომ მაჟორიტარობის ერთიანი კანდიდატით ოპოზიციის წარმატების შანსი გაცილებით დიდია, ეს გამოჩნდა მთაწმინდაზეც და, სხვათა შორის, გამოჩნდა ზესტაფონშიც, სადაც შუალედური არჩევნების პირველ ტურში სახელისუფლებო კანდიდატმა გაჭირვებით გაიმარჯვა. დარწმუნებული ვარ, ზუგდიდშიც შეექმნებოდა ხელისუფლებას პრობლემები, რომ არა სანდრა რულოვსის კანდიდატურა. ასე რომ, მაინცდამაინც სასიხარულად არ უნდა ჰქონდეს საქმე "ქართულ ოცნებას".

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა რუსთაველის გამზირზე 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა რუსთაველის გამზირზე 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე?