ვინ იქნებიან ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკური გუნდის წევრები?
10-06-2019
ვინ იქნებიან ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკური გუნდის წევრები?
თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტიკურ მოძრაობაში, სავარაუდოდ, კოტე კემულარია და გუბაზ სანიკიძე იქნებიან. ოქრუაშვილის პოლიტიკური მოძრაობა ხვალ დაფუძნდება და თანამოაზრეების ვინაობაც ხვალ გახდება ცნობილი, თუმცა "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ოქრუაშვილი პოლიტიკურ აქტიურობას სწორედ აღნიშნულ პირებთან ერთად დაუბრუნდება.

სააგენტო აღნიშნულთან დაკავშირებით თავად გუბაზ სანიკიძეს დაუკავშირდა, რომელმაც დაახლოებით ერთი თვის წინ ნინო ბურჯანაძის "დემოკრატიული მოძრაობა" დატოვა.

"ეს არ არის პოლიტიკური პარტია, ყველაფერს ხვალ, პრეზენტაცი
ისას გაიგებთ", - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

რაც შეეხება კოტე კემულარიას, ის და ირაკლი ოქრუაშვილი თავის დროზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრები იყვნენ. კოტე კემულარია 1999-2004 წლებში საქართველოს პარლამენტის წევრი და ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე იყო; ასევე იყო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და საქართველოს ელჩი რუსეთში.

ახალი პოლიტიკური მოძრაობის პრეზენტაცია 11 ივნისს, "შერატონ მეტეხი პალასში" გაიმართება.

"ინტერპრესნიუსი"

...
10 ივნისი 2019 15:28
Imedia prezentaciaze maisurebze rusuli rublebis gamosahulebebis mikereba ar daavickdebat, ha ha ha...
Gubazi bolos da bolos ishovis milions, martalia rublebshi magram sul arafers rubli jobia. Iraklis da kotes ukve nashovni aqvt:)

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?