რას აცხადებს ირაკლი კობახიძე ირაკლი ოქრუაშვილის პარტიაზე? - კვირის პალიტრა

რას აცხადებს ირაკლი კობახიძე ირაკლი ოქრუაშვილის პარტიაზე?

როგორ დასრულდება ეს ყველაფერი, ამას ყველა ერთად ვნახავთ ოქტომბერში,- ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრიაშვილის მიერ პოლიტიკური პარტიის შექმნის საკითხს.

"ყოველდღე ახალი პარტია იქმნება. 450 პარტიაა შექმნილი საქართველოში. მომავალი არჩევნებამდე ალბათ, მათი რიცხვი 500-მდე გაიზრდება. ამ ახალ 50 პარტიას, ჯამში, ალბათ, შეეძლება დაახლოებით, 1%-ის დაგროვება. ეს არის დღევანდელი ტენდენცია.საბოლოო ჯამში, როგორ დასრულდება ეს ყველაფერი, ამას ყველა ერთად ვნახავთ ოქტომბერში, როდესაც ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები", განაცხადა კობახიძემ.

ვინ იქნებიან ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკური გუნდის წევრები?

"ინტერპრესნიუსი"