"შე ყეყეჩო, შენა" - პარლამენტში გია ვოლსკი და გიგა ბოკერია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ - კვირის პალიტრა

"შე ყეყეჩო, შენა" - პარლამენტში გია ვოლსკი და გიგა ბოკერია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

პარლამენტის სხდომათა დარბაზში ხმაურია. ერთმანეთს სიტყვიერად ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი და "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერიგიგა ბოკერია დაუპირისპირდნენ. ინციდენტი გია ვოლსკის სიტყვით გამოსვლისას მოხდა, რა დროსაც გიგა ბოკერიამ რეპლიკა წარმოთქვა.

"შე ყეყეჩო ადამიანო შენა, გიგა ბოკერია"- ამ რეპლიკით მიმართა გია ვოლსკიმ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს გიგა ბოკერიას. მანამდე ვოლკსიმ პარალმენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მისგან განსხვავებით მამაკაცი კასტილით არ გაუუპატიურებია, ახალგაზრდა ქუჩაში არ მოუკლავს და არ უწამებია.

ვოლსკის ამ განცხადებას ადგილიდან გიგა ბოკერიამ რეპლიკებით უპასუხა. ბოკერიამ ვოლსკის "ცეკას" ინსტრუქტორი და ვიგინდირა უწოდა. სიტყვიერი დაპირისპირება დეპუტატებს შორის რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ეთიკის საბჭოს საგანგებო სხდომა დანიშნა. საბჭო სხდომათა დარბაზში მომხდარ ინციდენტს განიხილავს, სადაც გია ვოლსკი და გიგა ბოკერია ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

უმრავლესობის წევრმა ზაზა პაპუაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს გიგა ბოკერიას დარბაზიდან გაძევება, ხოლო ბოკერიასგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა.

რომელ საათზე შეიკრიბება საბჭო, ჯერჯერობით უცნობია.

იხილეთ ასევე: ვოლსკი ბოკერიას: "ქვეყანაში ბევრია ისეთი ადამიანი, რომელსაც თქვენგან განსხვავებით, ყავარჯნებით არ გაუუპატიურებია მამაკაცი"

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ვიდეო