რუსეთი ოკუპანტია !
სოსო რობაქიძე: "კრიმინალები მოდიან პოლიტიკაში - ირაკლი ოქრუაშვილი ციხეში უნდა იყოს
11-06-2019
კრიმინალები მოდიან პოლიტიკაში, ოქრუაშვილი ციხეში უნდა იყოს,- ამის შესახებ ბუტა რობაქიძის მამამ სოსო რობაქიძემ "შერატონ მეტეხი პალასში" განაცხადა, სადაც ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკური მოძრაობის პრესკონფერენცია უნდა დაიწყოს. რობაქიძე პრესკონფერენციის დაწყებამდე მივიდა დარბაზში, სადაც იმ დროს თავად ირაკლი ოქრუაშვილი არ იმყოფებოდა.

"კრიმინალები მოდიან პოლიტიკაში საქართველოში. კაცი არის მატყუარა. ეგ კაცი პოლიტიკაში როგორ უნდა მოვიდეს? ეგ წავა ციხეში! სამოქმედო გეგმაზე გავაკეთებ განცხადებას მომავალ კვირაში",- აღნიშნა სოსო რობაქიძემ.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ვიდეო

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა რუსთაველის გამზირზე 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა რუსთაველის გამზირზე 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე?