"შეიძლება ადეიშვილმა, ოქრუაშვილმა, მერაბიშვილმა პარტია გახსნან? ოქრუაშვილს არ დავაცდი პოლიტიკაში ყოფნას" - კვირის პალიტრა

"შეიძლება ადეიშვილმა, ოქრუაშვილმა, მერაბიშვილმა პარტია გახსნან? ოქრუაშვილს არ დავაცდი პოლიტიკაში ყოფნას"

გავაცოცხლებ "გადაარჩინე სიცოცხლეს", ოქრუაშვილს არ დავაცდი პოლიტიკაში ყოფნას, - ამის შესახებ ბუტა რობაქიძის მამამ სოსო რობაქიძემ "შერატონ მეტეხი პალასში" განაცხადა, სადაც ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკური მოძრაობის პრესკონფერენცია უნდა დაიწყოს.

"6 კაცი ადებს მას ხელს. შეიძლება ადეიშვილმა, ოქრუაშვილმა, მერაბიშვილმა პარტია გახსნან და იქ ადამიანები მივიდნენ? ვინც მიდიან გარეწრები არიან. გავაცოცხლებ "გადაარჩინე სიცოცხლეს". ეტყობა დაავიწყდათ ვინ იყვნენ ესენი. ყველაზე ძლიერი ორგანიზაცია იქნება 2020-ში, სადაც ვერც "ნაცები", ვერც ოქრუაშვილი და ასეთი ხალხი 10%-საც ვერ გადალახავს. მაინტერესებს დღეს ოქრუაშვილთან ვინც მივა როგორ ჩაგვხედავს თვალებში, დასაჭერმა კაცმა სამართლიანობაზე როგორ უნდა ილაპარაკოს? არ ვაცდი პოლიტიკაში ყოფნას. ყველა ბოლოს "ნაცებთან" მოიყრიან თავს. გუბაზს ვთხოვ, დიდი პატივს ვცემდი, სირცხვილი იქნება თუ ამოყოფ "ნაცების" ოჯახში თავს, ისე როგორც შალვა შავგულიძე აღარც ადვოკატია, აღარც კაცი და აღარც პოლიტიკოსი",- განაცხადა რობაქიძემ.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ვიდეო