მაიკლ პომპეო:"საქართველოსადმი ჩვენი სამხედრო მხარდაჭერით, მთელი რეგიონის უსაფრთხოება მიიღწევა"
მაიკლ პომპეო:"საქართველოსადმი ჩვენი სამხედრო მხარდაჭერით, მთელი რეგიონის უსაფრთხოება მიიღწევა"
საქართველომ საკუთარ მაგალითზე იცის, რამდენად მნიშვნელოვანია შეკავების პოლიტიკა, თავდაცვის ძლიერი სისტემა და უმაღლესი კატეგორიის პროფესიული უნარები, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკლ პომპეომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

სახელმწიფო მდივნის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) წილობრივად 2% თავდაცვის სფეროში არსებულ საჭიროებებზე იხარჯება უკვე.

“ნატო-ს ყველა მოკავშირეს მოვუწოდეთ ამ სამიზნე ორიენტირის დაცვა. საქართველოს ნაბრძოლი აქვს მისი ტერიტორიული მთლიანობის შესანარჩუნებლად რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, რუსეთის
მიერ საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაციის წინააღმდეგ და რუსეთის მხრიდან სამშვიდობო შეთანხმების შეუსრულებლობის მომსწრე გახდა. რუსეთის აგრესიულობა არის იმ მიზეზთაგანი, რის გამოც ვამაყობთ ჩვენი სამხედრო მხარდაჭერით, რაც საქართველოს თავდაცვის სისტემის მზაობის პროგრამას ხმარდება. ჩვენ ქვეყანას წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის ფარგლებშიც ვეხმარებით, რათა საქართველოს ტერიტორიების დაცვა გახდეს
შესაძლებელი. საბოლოო ჯამში ამ ძალისხმევით მთელი რეგიონის უსაფრთხოება მიიღწევა, რაც კარგია საქართველოსთვის, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და მთელი მსოფლიოსთვის”, - განაცხადა მაიკლ პომპეომ.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები