"სიმღერას დროებით დავემშვიდობები" - ზურა ხაჩიძე გუბერნატორის მოადგილედ დაინიშნა - კვირის პალიტრა

"სიმღერას დროებით დავემშვიდობები" - ზურა ხაჩიძე გუბერნატორის მოადგილედ დაინიშნა

მომღერალი ზურა ხაჩიძე სამცხე-ჯავახეთში სამხარეო რწმუნებულის მოადგილედ დაინიშნა. "სამხრეთის კარიბჭის" მიერ გავრცელებული ინფორმაცია ყოფილმა "ქუჩის ბიჭმა" AMBEBI.GE-ს დაუდასტურა.

"ნამდვილად დავინიშნე სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მესამე მოადგილედ. ეს შემოთავაზება იყო თავად გუბერნატორისგან, ასევე რეგიონალური განვითარების სამსახურისგან. ერთი კვირა მიმდინარეობდა მოლაპარაკებები ბატონ სოზარ სუბართან და ბესიკ ამირანაშვილთან, დღეს მოეწერა ბრძანებას ხელი" - აღნიშნა ხაჩიძემ AMBEBI.GE-სთან საუბარში.

- რა შედის თქვენს მოვალეობებში?

- ჩემი ძირითადი მოვალეობა იქნება, გუბერნატორის დაგეგმილ პროექტებში მივიღო მონაწილეობა. შევუერთდები ყველა იმ პროექტს, რომელიც დაგეგმილი აქვს მთავრობას რეგიონის განვითარებისთვის. მეც მექნება პროექტები, მეტად რომ გამოცოცხლდეს ეს რეგიონი, დიდი ტურისტული პოტენციალი გვაქვს.

- ხალხი იტყვის, რომ ხელისუფლებამ მხარდაჭერა ამ თანამდებობით დაგიფასათ, რას იტყვით?

- მე ასე ვიტყვი: წლებია ამ ხელისუფლების მხარდამჭერი ვარ და რატომ აქამდე არ შემომთავაზე? სამცხე-ჯავახეთის მხარეს დასჭირდა ჩემი დახმარება, ესაა ჩემი მხარე და მეც სიამოვნებით დავთანხმდი. გაგრძელება