რუსეთი ოკუპანტია !
60 წლის მამაკაცის მკვლელობის საქმეზე 3 პირი დააკავეს
12-06-2019
60 წლის მამაკაცის მკვლელობის საქმეზე 3 პირი დააკავეს
სამართალდამცავებმა დაბა წაღვერთან 60 წლის აკაკი პაპიძის მკვლელობის საქმეზე 3 პირი დააკავეს. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, ერთი პირი განზრახ მკვლელობისთვის, ხოლო ორი ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისთვის დააკავეს.

ცნობისთვის, აკაკი პაპიძე საკუთარ მანქანაში მოკლული მისმა მეუღლემ იპოვა. არსებული ინფორმაციით, ცოლ-ქმარს ავტომანქანა, სადაც პაპიძე გარდაცვლილი იპოვეს, სავაჭრო ჯიხურად ჰქონდათ გადაკეთებული. სწორედ აღნიშნულ მანქანაში ათევდა ღამეს მამაკაცი.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა რუსთაველის გამზირზე 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა რუსთაველის გამზირზე 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე?