"საქართველომ უნდა გადაწყვიტოს, თუ რა მოუხერხოს ანაკლიის პორტს, მაგრამ რაც რუსეთისა და ჩინეთის მიმართ ითქვა, სულაც არ არის ის ტონი, რაც ჩვენ გვაწყობს" - კვირის პალიტრა

"საქართველომ უნდა გადაწყვიტოს, თუ რა მოუხერხოს ანაკლიის პორტს, მაგრამ რაც რუსეთისა და ჩინეთის მიმართ ითქვა, სულაც არ არის ის ტონი, რაც ჩვენ გვაწყობს"

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი აცხადებს, რომ რუსეთს არ მოსწონს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის განცხადების ტონი. ამის შესახებ ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.

"ჩვენ დაინტერესებული ვართ საქართველოს, მისი ეკონომიკის, სოციალური, კულტურული და სხვა სფეროების განვითარებით. საქართველომ უნდა გადაწყვიტოს, თუ რა მოუხერხოს ანაკლიის პორტს. მაგრამ რაც რუსეთისა და ჩინეთის მიმართ ითქვა, ეს სულაც არ არის ის ტონი, რაც ჩვენ გვაწყობს" - განაცხადა გრიგორი კარასინმა პრაღაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის დაწყების წინ.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ 11 ივნისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მამუკა ბახტაძესთან ერთობლივ ბრიფინგზე იმედი გამოთქვა, რომ საქართველო დაასრულებს ანაკლიის პორტის პროექტს.

"პროექტი გაზრდის საქართველოს ურთიერთობას თავისუფალ ეკონომიკებთან და თავიდან აარიდებს საქართველოს რუსეთისა და ჩინეთის ეკონომიკის ზეგავლენას. მათ არ აქვთ კეთილი სურვილები მთელი გულით", - განაცხადა პომპეომ.

"ინტერპრესნიუსი"