"საქართველომ უნდა გადაწყვიტოს, თუ რა მოუხერხოს ანაკლიის პორტს, მაგრამ რაც რუსეთისა და ჩინეთის მიმართ ითქვა, სულაც არ არის ის ტონი, რაც ჩვენ გვაწყობს"
14-06-2019
"საქართველომ უნდა გადაწყვიტოს, თუ რა მოუხერხოს ანაკლიის პორტს, მაგრამ რაც რუსეთისა და ჩინეთის მიმართ ითქვა, სულაც არ არის ის ტონი, რაც ჩვენ გვაწყობს"
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი აცხადებს, რომ რუსეთს არ მოსწონს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის განცხადების ტონი. ამის შესახებ ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.

"ჩვენ დაინტერესებული ვართ საქართველოს, მისი ეკონომიკის, სოციალური, კულტურული და სხვა სფეროების განვითარებით. საქართველომ უნდა გადაწყვიტოს, თუ რა მოუხერხოს ანაკლიის პორტს. მაგრამ რაც რუსეთისა და ჩინეთის მიმართ ითქვა, ეს სულაც არ არის ის ტონი, რაც ჩვენ გვაწყობს" - განაცხადა გრიგორი კარასინმა პრაღაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის
დაწყების წინ.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ 11 ივნისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მამუკა ბახტაძესთან ერთობლივ ბრიფინგზე იმედი გამოთქვა, რომ საქართველო დაასრულებს ანაკლიის პორტის პროექტს.

"პროექტი გაზრდის საქართველოს ურთიერთობას თავისუფალ ეკონომიკებთან და თავიდან აარიდებს საქართველოს რუსეთისა და ჩინეთის ეკონომიკის ზეგავლენას. მათ არ აქვთ კეთილი სურვილები მთელი გულით",
- განაცხადა პომპეომ.

"ინტერპრესნიუსი"



ალექს
17 ივნისი 2019 07:20
40 მილიონი ტონა ზღვაში წვეთია ,რადგან ამდენს ახლაც კი გავატარებთ,არანაკლები გაგვიტარებია,არ არის თორემ -საქონელი არაა,არ ვაწარმოებთ ,არ მოხიხმართ ,არ ვვაჭორობთ გლობალურად ,არც სხვისა ნედლეულს აქ გადამუშავებით სხვის საქონლად არ ვაქცევთ და ჰაერი უწონოა ,მაგალითად როტერდამი თითქმის 500 მილიონს ატარებს,საიდანაც ნახევარი თხევადი ტვირთებია,მესამედი კონტეინერები,დანარჩენი ნაყარი და გენერალური ტვირთები ,არანაკლებებია ანტვერპენი და ჰამბურგი და ევროპას გარშემო არტყია ასამდე პორტი 5 მილიარდიანი სიმძლავრით,ჩინეთს აქვს 20 მილიარდის საპორტო სიმძლავრე ,ტვირთი აქვს ათი მილიარდი,რუსეთს 2 მილიარდის სიმძლავრე 67 პორტში 12 ზღვაში,შავში ,ფაქტიურად ატარებს მილიარდზე მეტს სამდინარო პორტებთან ერთად ,აქედან
მესამედი შავ ზღვაზე მოდის და ამ ნახევრის ნახევარი ნოვოროსიისკია 150 მილიონს ატარებს,რას ქვია დგას ,იტყუება, ტუაფსეზე რომ არაფერი ვთქვა გადააჭარბა 30 მილიონს უკვე,40 მილიონს აზოვის ზღვაზე რომ პორტი "კავკაზსკი" აქვს,ის ატარებს , ,კიდევა აქვს იქ რაღაც სიმძლავრეები ,ამასთან შედარებით რაც დღეს შეგვიძლია და ანაკლიის აშენების მერე გვექნება პატარა ევროპული ან ჩინური პორტის სიმძლავრეა,ამდენად გადაჭარბებულია მსოფლიო გეოპოლიტიკური ბალანსის საქართველოს სასარგებლოდ გადახრა ანაკლიის ამოქმედებით ,ესე იგი რუსეთი საბაბს ქმნის ,მეტი არაფერი ნოვოროსიისკი დღეს უკვე არის გეგმიური ანაკლიის ხელა კი არა სამჯერ დიდი ,იქვე აქვს ახალი ტუაფსე და სხვა სიკეთეები შავი ზღვით მილიარდ ტონას გაატარებს ,არ არის თორემ ,ანუ ცრუობს ანაც აზრზე არაა,რაც რუსული დაავადებაა საერთოდ და გადამდებია !

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?