პრემიერ-მინისტრის პოსტს მაია ცქიტიშვილი დაიკავებს? - კიდევ რომელი მინისტრები დატოვებენ თანამდებობებს გავრცელებული ინფორმაციით?
პრემიერ-მინისტრის პოსტს მაია ცქიტიშვილი დაიკავებს? - კიდევ რომელი მინისტრები დატოვებენ თანამდებობებს გავრცელებული ინფორმაციით?
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ შესაძლოა, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა შეცვალოს, ასევე პოსტი ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დატოვოს.

მისი თქმით, ამ თემაზე არანაირი საუბარი არცერთ შეხვედრაზე არ ყოფილა.

"მსგავსი ინფორმაცია არ მაქვს. ჩვენ კონკრეტული პირების საქმიანობას ვაფასებთ, როცა მოდიან პარლამენტში, დანარჩენი შეფასება არის პრემიერის პრეროგატივა. უმრავლესობის სხდომის ფორმატში ამაზე საუბარი არ ყოფილა",- განაცხადა ოხანაშვილმა.

გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობაში საკადრო ცვლილებებია მოსალოდნელი, რის ფარგლებშიც პოსტებს
დატოვებენ პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო. არსებული ცნობით, პრემიერის პოსტზე ბახტაძეს სწორედ მაია ცქიტიშვილი ჩაანაცვლებს.

"ინტერპრესნიუსი"

კაია კაი
16 ივნისი 2019 23:42
????????
კიდევ ებლაყუნება
14 ივნისი 2019 12:55
ბესელიამ გვარი იცის სახელი არა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა