"მე ვარ ყველას პრეზიდენტი, მიუხედავად მათი რელიგიური მიმართულებისა და სექსუალური ორიენტაციისა" - კვირის პალიტრა

"მე ვარ ყველას პრეზიდენტი, მიუხედავად მათი რელიგიური მიმართულებისა და სექსუალური ორიენტაციისა"

მე ვარ ყველას პრეზიდენტი, მიუხედავად მათი რელიგიური მიმართულებისა და სექსუალური ორიენტაციისა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა მთავრობის ადმინისტრაციასთან გუშინ განვითარებულ მოვლენებს. მან, ასევე დასძინა, რომ არ ეთანხმება დაპირისპირების პროვოცირებას არც ერთი მხრიდან.

"მე ვარ ყველას პრეზიდენტი, მიუხედავად მათი რელიგიური მიმართულებისა და სექსუალური ორიენტაციისა. ჩემთვის ამას არ აქვს მნიშვნელობა და მე ვთვლი, რომ არც ერთი ადამიანი არ უნდა იყოს დისკრიმინირებული, თუმცა იმასაც ვიტყვი, რომ მე არ ვეთანხმები დაპირისპირების პროვოცირებას არც ერთი მხრიდან. ამ ქვეყანას ეყოფა თავისი დაპირისპირებებიც, რაც სხვადასხვა მიზეზიდან გამომდინარე აქვს. არ გვჭირდება გარედან მოტანილი, დაკოპირებული ახალი დაპირისპირებები," - განაცხადა ზურაბიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"