"ევროპული საქართველოს" წევრებმა, "პატრიოტთა ალიანსის" აქციის პარალელურად, საკრებულოს შენობის აივნიდან ბანერი - "NATO აქაურობას" გადმოფინეს
15-06-2019
"ევროპული საქართველოს" წევრებმა, "პატრიოტთა ალიანსის" აქციის პარალელურად, საკრებულოს შენობის აივნიდან ბანერი - "NATO აქაურობას" გადმოფინეს
პარტია "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლებმა, "თავისუფლების მოედანზე" "პატრიოტთა ალიანსის" აქციის პარალელურად, საკრებულოს შენობის აივნიდან ბანერი - "NATO აქაურობას" გადმოფინეს.

როგორც პარტიის წარმომადგენელმა თამარ კაკაბაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოში მოსახლეობის უმრავლესობის ნებაა, რომ საქართველო გახდეს ნატო-სა და ევროკავშირის წევრი და სწორედ ამ მიზეზით გამოფინეს დროშა აივნიდან.

მისივე განმარტებით, "პატრიოტთა ალიანსს" აქვს გამოხატვის თავისუფლება, თუმცა ამ უფლებით თავადაც სარგებლობენ და არავითარ პროვოკაციას არ აქვს ადგილი.

რამდენიმე წუთის შემდეგ, "პატრიოტთა ალიანსის" აქციის მონაწილემ აღნიშნული ბანერი
ჩამოხია.

"საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" დავით გარეჯში განვითარებული მოვლენებთან დაკავშირებით, "თავისუფლების მოედანზე" აქციას მართავს. პატიის ლიდერების განცხადებით, აქციის მთავარი მიზანია, საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დაინახოს, რომ ქართველი ხალხი დავით გარეჯის დათმობას არ აპირებს. ამასთან, პარტიის ლიდერებმა აქციაზე სხვა საკითხებზეც, მათ შორის სამართლიანობის აღდგენაზე ისაუბრეს.

"ინტერპრესნიუსი"


ალექს
16 ივნისი 2019 17:26
კაცო, ამ მიტინგებით ქალაქი პარალიზებულია ,მოძრაობა შეუძლებელია ,გაიტანეთ !
ალექს
15 ივნისი 2019 18:42
ზოგი ბანერებს ხევს,ზოგს ძეგლები გადააქვს და ზოგი ქუჩებს უცვლის სახელებს,ქალაქში კი საცობებია,მიტინგი,ბანერი წაიღეთ და აგრესიული პირები გადით მინდორში !

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?