სოსო რობაქიძე: "ვის რად უნდა ოქრუაშვილის ნაცოდვარი ფული?"
სოსო რობაქიძე: "ვის რად უნდა ოქრუაშვილის ნაცოდვარი ფული?"
ფოტო:სოსო რობაქიძე
"ბევრი რამე ვიცი, თუნდაც ის, თუ ვის დაადებს ხელს ოქრუაშვილი"

"კრიმინალები მოდიან პოლიტიკაში, ოქრუაშვილი ციხეში უნდა იყოს", - განაცხადა "კვირის პალიტრასთან" ბუტა რობაქიძის მამამ სოსო რობაქიძემ. გასულ კვირას "შერატონ მეტეხი პალასში", სადაც თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის პრეზენტაცია იმართებოდა, სოსო რობაქიძემ პრეზენტაციის ჩაშლა სცადა. როგორც ოქრუაშვილი ამბობს,­ რობაქიძე მას ფულს სთხოვდა.

- ოქრუაშვილი ძალიან ბევრ საქმეშია დამნაშავე, მათ შორის ჩემი შვილის. მან გასცა ბრძანება, რომ ბუტა რობაქიძისთვის იარაღები და
ტყვია-წამალი ჩაედოთ. ოქრუაშვილის დროს დაიწყო რეპრესიები.

- ბუტას საქმეზე ის დაჰკითხეს, მაგრამ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ დამდგარა. სასამართლო პროცესზე ოქრუაშვილმა­ თქვა, რომ ის ბუტა რობაქიძეს არ იცნობდა.
- ოქრუაშვილი პირველ საქმეზე დაიკითხა, მეორეზე დაჰკითხავენ. ეს საქმე ორად არის გაყოფილი - ჩინოვნიკების და პოლიციელების. პოლიციელების, ანუ
შემსრულებლების საქმე დამთავრდა, ფირცხალავა და სხვები ციხეში სხედან. ახლა მეორე საქმეა, ვინც ამათ გაუგზავნა იარაღი­ და ჩადების ბრძანება გასცა. 6 თვეა პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს. ბევრი რამე ვიცი, თუნდაც ის, თუ ვის დაადებს ხელს ოქრუაშვილი. ის მინისტრი იყო, მისი თანხმობის გარეშე საბრძოლო მასალები­ არ გავიდოდა სამინისტროდან. ლევან გვაზავა,­ ქალაქის პოლიციის უფროსი, ვერაფერს გააკეთებდა ოქრუაშვილის უნებართვოდ. ბუტა რომ მოკლა, 8 თვე მუშაობდა პოლიციაში, არადა, უნდა დაეპატიმრებინათ. მას ხელი დააფარა ოქრუაშვილმა. ოქრუაშვილის დაპატიმრება კი ვიღაცებს არ უნდოდათ...

- ვის არ აწყობდა ოქრუაშვილის დაპატიმრება?
- გუბაზ სანიკიძე რომ ამბობს, რობაქიძეს პროკურატურაში მეგობრები ჰყავსო, მე როგორც კატა და ძაღლი, ისე ვარ პროკურატურასთან. არც პროკურატურასა­ და არც სასამართლოში არ მყავს მეგობრები, რადგან ყოფილი "ნაციონალები" მუშაობენ ისევ ამ უწყებებში. ია მეტრეველის დამსახურებაა, ოქრუაშვილი რომ ჩამოვიდა, რათა სიმართლე ეთქვა.

ოქრუაშვილს წერტილოვან დარტყმებს ყოველთვის მივაყენებ. გუბაზ სანიკიძე ამბობს, დადექით ჩვენ გვერდითო, რა გამოდის, ოქრუაშვილი,­ ადეიშვილი და სააკაშვილი დავაბრუნოთ ხელისუფლებაში?! ესენი ფულისტები არიან და სხვას აბრალებენ. სანიკიძეს 1000 ლარი "პახმელიაზე" გამოსასვლელად არ ჰყოფნის.

- ოქრუაშვილის თქმით, თითქოს ფულს სთხოვდით...
- ჰოდა, სანამ ფულს არ მომცემს, არ გავჩუმდები. ახლა გაორმაგდა თანხა. ეგ ტუტუცი კაცი, ვის რად უნდა მისი ნაცოდვარი ფული? თურმე 2009 წელს მოვთხოვე­ ფული. მაგ დროს საფრანგეთში იყო. სამ­ჯერ გამომიგზავნა ხალხი ფულის სათხოვნელადო. ვეკითხები: ამ ხალხმა, ვინც ვითომ ჩემი თხოვნით ჩავიდა საფრანგეთში­, საზღვარი ხომ გადაკვეთა, ვინ არიან, რა ჰქვიათ? თუ 2009 წელს ოქრუაშვილს ფული მოვთხოვე, მას მერე 10 წელი გავიდა და ახლა ამბობს?!

როგორც ჩანს, ერთი ადგილი­ აეწვა, იცის, რომ ამ საქმიდან ვერ გამოძვრება, ამიტომ დაიწყო ტალახის სროლა.
არასოდეს ვყოფილვარ ისეთი ღარიბი, რომ ვინმესთვის ფული მომეთხოვა. ბევრს ნუ ილაპარაკებენ ვიღაც-ვიღაცები, თორემ შვილმკვდარი მამებისგან წაღებულ ფულს გავახსენებ, რომლებმაც პარტიებიც ურჩინეს და ვიღაც პოლიტიკოსს ჩვენი ვალიც აქვს. ჭკვიანად იყვნენ ცოტა, რა! თუ ბევრს ილაპარაკებენ, ისეთ დღეში ჩაცვივდებიან, რომ ნამუსიანი ადამიანები თვითონ დატოვებენ ოქრუაშვილის პარტიას.

- ვის აწყობს თქვენზე ასეთი ჭორების გავრცელება?
- ოქრუაშვილს, "ნაციონალებსაც", ზოგიერთს შეიძლება ზემოთაც, რადგან ბევრია მათი ჩანერგილი ხალხი.
ოქრუაშვილმა თქვა, რობაქიძემ იცის, სადაც უნდა მნახოსო. არ ვიცი, მაგრამ ერთი ადგილი ვიცი - სასამართლოზე ხელბორკილს რომ დაადებენ, კამერაში აუცილებლად ვინახულებ.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა