ისრაელში 14 პირი დააკავეს, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს ისრაელის საზღვრის არალეგალურად გადაკვეთაში ეხმარებოდა - კვირის პალიტრა

ისრაელში 14 პირი დააკავეს, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს ისრაელის საზღვრის არალეგალურად გადაკვეთაში ეხმარებოდა

ისრაელის პოლიციამ 14 პირი დააკავა, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს ისრაელის სახელმწიფო საზღვრის არალეგალურად გადაკვეთაში ეხმარებოდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აღნიშნული პირები ამ საქმიანობას რამდენიმე თვის განმავლობაში ეწეოდნენ. კერძოდ, გამოძიების მიხედვით დადგინა, რომ დანაშაულში ჩართული პირები მიგრანტებს ისარაელის საერთაშორისო აეროპორტიდან ქვეყანაში დაუბრკოლებლად შესვლაში ეხმარებოდნენ.

ისარაელის პოლიცია აცხადებს, რომ საუბარია არა ერთეულ, არამედ ასობით შემთხვევაზე და არაა გამორიცხული, რომ მათი რაოდენობა 1000-საც კი აღემატებოდეს. საღვრის გადამკვეთ პირებს შორის უმეტესობას საქართველოს რესპუბლიკის წარმომადგენლები შეადგენენ, რომელთა ისრაელში შემოდინებაც განსაკუთრებით 2017 წლის შემდეგ გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ დღემდე 20 272-მა საქართველოს მოქალაქემ დატოვა ქვეყანა და ისრაელში ჩავიდა.

"ინტერპრესნიუსი"