დავით სერგეენკო ადასტურებს, რომ ჯანდაცვის მინისტრის პოსტს ტოვებს
დავით სერგეენკო ადასტურებს, რომ ჯანდაცვის მინისტრის პოსტს ტოვებს
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ადასტურებს, რომ ის მინისტრის პოსტს ტოვებს. როგორც სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა, გადაწყვეტილებას ხანგრძლივი კონსულტაციები უძღოდა წინ და შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრთან ერთად ოფიციალურად დღეს გაკეთდება. ამასთან, სერგეენკო ამბობს, რომ ის "ქართული ოცნების" გუნდის წევრად რჩება.

"ჩვენ დღეს გვექნება საშუალება, რომ პრემიერთან ერთად გავაკეთოთ განცხადება ამის შესახებ. თუმცა ეს არ არის მოკლევადიანი გადაწყვეტილება და ამას ხანგრძლივი კონსულტაციები უძღოდა წინ. მე დავრჩები გუნდში, იმიტომ, რომ ეს გუნდი არის იმ ღირებულებების
მატარებელი, რომელიც ჩემთვის, როგორც ერთი რიგითი ექიმის ინსტიქტისთვის არის ყველაზე ძვირფასი. სწორედ ამ გუნდის გადაწყვეტილებამ განაპირობა ათეულობით ათასი გადარჩენილი სიცოცხლე. ასე რომ მე, არსად მივდივარ, ვრჩები გუნდში და უფრო მეტიც, ეს არის ერთადერთი ჩემი ხედვა რომ ამ გუნდთან ერთად ვიმუშაო", - განაცხადა სერგეენკომ.

რაც შეეხება
მისი მინისტრთა კაბინეტიდან წასვლის მიზეზებს და არის თუ არა მათ შორის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ამ პროგრამას ძალიან ბევრი შემფასებელი ჰყავს და ცალსახა პასუხი ყველაფერს დღეს გაეცემა.

"რაც შეეხება საყოველთაო ჯანდაცვას, მას ბევრი შემფასებელი ჰყავს - საქართველოს საზოგადოება და ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები. მე ვფიქრობ დღეს ყველაფერს ცალსახა პასუხი გაეცემა", - განაცხადა სერგეენკომ.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას „რუსთავი 2“-ის საქმეზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას „რუსთავი 2“-ის საქმეზე?