"საბედისწერო იქნება ეკლესიასთან დაპირისპირება" - კვირის პალიტრა

"საბედისწერო იქნება ეკლესიასთან დაპირისპირება"

"გირგვლიანის მკვლელების გამოშვებით სააკაშვილმა საკუთარი ინტერესები საზოგადოებრივზე  მაღლა დააყენა"

პრეზიდენტის გადამეტებულმა აქტიურობამ ბევრს აფიქრებინა, რომ სააკაშვილი "რაღაც მოულოდნელს" აპირებს. ქრისტიან-დემოკრატთა ლიდერი გიორგი თარგამაძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი მხოლოდ და მხოლოდ ჩვეულებას არ ღალატობს და ზედმეტად უჯერებს უცხოელ მრჩეველთა მრავალრიცხოვან კოჰორტას:- რაც უფრო აქტიური და ძლიერია ოპოზიცია, მით მეტ შემაკავებელ გარემოებად იქცევა ხელისუფლების ათვის. თუკი ჯერ კიდევ ექვსი თვის წინ ჰქონდათ ილუზია, რომ ოპოზიცია იყო ძლიერი, რაციონალური და კონკრეტული გეგმის ხორცშესხმის უნარიც ჰქონდა, ეს ილუზია გაცამტვერდა. შესაბამისად, ის ვეღარ წარმოადგენს ხელისუფლების შემაკავებელ ფაქტორს. ერთი მხრივ, სააკაშვილს მოეხსნა განცდა, რომ შეიძლება ოპოზიციამ პრობლემები შეუქმნას,  მეორე მხრივ კი, პოლიტიკური ტექნოლოგიების კანონებიდან გამომდინარე, როცა მოწინააღმდეგე სისუსტეს იჩენს და პაუზას აკეთებს, შენ უნდა იაქტიურო. ამიტომაც აქტიურობს  სააკაშვილი. დღეს ის ჰიპერაქტიურია, უფრო სწორად, იმდენად ზედმეტად აქტიურობს, რომ მისი ერთსაათიანი გამოსვლები ყველა სატელევიზიო არხზე მის მომხრეებსაც უკვე მოჰბეზრდათ.

პრეზიდენტს საფრთხეს უქმნის ძლიერებისა და პოლიტიკური მოედნის სრული კონტროლის განცდა.  მისი პოლიტიკური და ადამიანური თვისებების გათვალისწინებით ვატყობთ, რომ თუკი დაშვებული შეცდომების გამო კრიტიკული ვითარება იქმნება, სააკაშვილი ადეკვატური ხდება, მაგრამ ისეთ ვითარებაში, როცა მას ბარიერს არაფერი უქმნის, არაადეკვატურია. ჩვენ ვართ მისი არაადეკვატური გადაწყვეტილების მომსწრენი, რაც თუნდაც ბოლოდროინდელი საკადრო ცვლილებებით გამოიხატა.

- მხოლოდ ოპოზიციის სისუსტე არ უნდა იყოს სააკაშვილის აქტიურობის საფუძველი. როგორც ა მბობენ, შესაძლოა, მოულოდნელად დანიშნოს საპარლამენტო არჩევნები, რადგან მმართველმა პარტიამ წინასაარჩე ვნო კამპანია უკვე დაიწყო.

- ამგვარი პოლიტიკური პრიმიტივიზმი, ცოტა არ იყოს, მაღიზიანებს. რატომ უნდა დანიშნოს სააკაშვილმა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები? ის პასიური არასოდეს არის. ვის უნახავს კაბინეტში დამჯდარი და მომუშავე? სულ საარჩევნო რეჟიმში მუშაობა არც ერთ  დემოკრატიულ ქვეყანაში არ არის მოქმედი პრეზიდენტის მთავარი მახასიათებელი. დ ემოკრატიულ ქვეყანაში პრეზიდენტი ხალხთან ახლოს ყოფნას უნდა ცდილობდეს, მაგრამ სულ ქუჩაში ყოფნა და ყოველ დღიურად ტრიბუნიდან ლაპარაკი იმაზე მეტყველებს, რომ სამუშაო ვითარებაში გადაწყვეტილებების მისაღებად სააკაშვილს არც დრო რჩება და, როგორც ჩანს, არც სურვილი აქვს. რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მხოლოდ მაშინ შეიძლება დანიშნოს, თუკი დარწმუნდება, რომ ოპოზიციისაგან საფრთხე არ ელის.

- სააკაშვილის ჰიპერაქტიურობა ხომ არ არის მცდელობა, მიჩქმალოს  ტალიავინის კომისიის დასკვნის მისთვის საჩოთირო პუნქტები?

- საფრთხის მატარებელი მართლაც არის ტალიავინის კომისიის დასკვნა, მაგრამ მე არ გავაზვიადებდი ქვეყანაში მისგან მომდინარე საფრთხეს. ის, რაც ქართველმა საზოგადოებამ იცის აგვისტოს ომზე, ტალიავინის კომისიის ექსპერტების დამატებით ცნობებს არ საჭიროებს.  ხალხს უკვე ჩამოყალიბებული აქვს დამოკიდებულება ომის დროს სააკაშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისადმი.

დიდი მოლოდინით ველი კომისიის დასკვნას. თუმცა ბრალდებები სააკაშვილზე, როგორც საქართველოს პოლიტიკურ ხელმძღვანელზე, არა მგონია, იყოს. დარწმუნებული ვარ, დასკვნაში ძირითადი აქცენტი იქნება ფაქტობრივ მასალასა და ქრონოლოგიაზე.  გამორიცხულია გამართლდეს რუსეთის განცხადებები საერთაშორისო სასამართლოში სააკაშვილის გასამათლებაზე. ა რც ვისურვებდი ამას, რადგან ეს  საქართველოზე აისახებოდა.

- სანდრო გირგვლიანის მკვლელების შეწყალებაზე რას იტყოდით?

- ეს ისეთი გადაწყვეტილებაა, რომელსაც ვერაფერი გაათეთრებს. ლაპარაკი, გადაწყვეტილება კანონიერიაო,  სიყალბე და დემაგოგიაა. ნურავის დაავიწყდება ამ ისტორიის მორალური მხარე. ეს არ ყოფილა ჩვეულებრივი კრიმინალური ფაქტი. ა მ საქმეს ყველა სხვა საქმისაგან განასხვავებდა სწორედ ის, რომ მის ორგანიზებასა და შესრულებაში მონაწილეობდნენ სახელმწიფო თანამდებობის პირები, იყო დანაშაულის დაფარვის მცდელობაც. როდესაც ამბობენ, გირგვლიანის მკვლელებს ვადამდე შეწყალება შეეხოო,  საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ, რადგან მთავარი დანაშაული ჯერ კიდევ თებერვალში იქნა ჩადენილი, როდესაც პრეზიდენტის გადაწყვეტილებით ამ პირებს პატიმრობის ვადა შეუმცირდათ. სწორედ ამის შემდეგ მოხვდნენ პირობით ვადამდე გათავისუფლებულთა სიაში. ეს საქმე სავსეა დანაშაულებრივი გადაწყვეტილებებით და ხელისუფლების ნაბიჯი მისი ბოლო დანაშაულებრივი რგოლი იყო. შესაძლოა, არსებითი მნიშვნელობა არც ჰქონდეს ვინმესთვის, ეს პირები ციხეში იქნებოდნენ თუ თავისუფალი, მაგრამ ამ მკვლელობას პოლიტიკური და  მორალური მნიშვნელობა აქვს და ხელისუფლების ზნეობრივ სახეს წარმოაჩენს. ა სევე მეტყველებს  მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის ხარისხზე, რომელიც თავისი გუნდის წევრებს ყველაფრის ფასად მფარველობს. ეს არის პირადი ინტერესების სახელმწიფო და საზოგადოებრივზე მაღლა დაყენება. მეტიც, გირგვლიანის მკვლელების გათავისუფლება საზოგადოების მორიგი გამოწვევაა. ყველა ჩვენგანის სისუსტეზე მეტყველებს ის, რომ ამ გამოწვევას ადეკვატური პასუხი არ მოჰყოლია. დიდი შეცდომა და ჩვენი სისუსტე იყო, როდესაც ვერ მოვახერხეთ მასობრივი პროტესტის ორგანიზება.  პარლამენტის დარბაზში თუ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ამის გამო კრიტიკა არ დაგვიკლია ხელისუფლებისათვის, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი.

- მედიასაშუალებებმა უწმინდესსა და უნეტარესს გირგვლიანის მკვლელების მიღება და დალოცვა დასწამეს.

- აქ გაცილებით ღრმა პრობლემასთან გვაქვს საქმე, ვიდრე ზედაპირზე ჩანს. რუსული სპეცსამსახურები აქტიურად მუშაობენ ქართულ ეკლესიაში პრობლემების შესაქმნელად.

დ ეკლარირებული ანტირუსული განწყობილების ფონზე ურთიერთობის ფორმა და ის პოლიტიკური სისტემა, რასაც ხელისუფლება ამკვიდრებს, სწორედ დასავლური ღირებულებებისა და დემოკრატიული ფასეულობების ანტიპოდია. დასავლური ცივილიზაციის ანტიპოდს კი სწორედ რუსეთი წარმოადგენს. სამწუხაროდ, მხოლოდ ტელესიუჟეტებით არ ხდება საპატრიარქოს დისკრედიტაცია. მედიაშიც მ ომრავლდა პუბლიკაციები, რაც არცთუ სასიამოვნო სახით წარმოადგენს ზოგიერთი სასულიერო პირისადმი საზოგადოების დამოკიდებულებას. ისინი, ნებსით თუ უნებლიეთ, განსაზღვრული გეგმის შემადგენელი ნაწილი არიან. ამიტომ ჩვენს საზოგადოებას მართებს დაფიქრება ამ თემაზე.

სააკაშვილმა საკუთარ თავს ყველაზე დიდი პრობლემა სწორედ არასწორი გადაწყვეტილებებით შეუქმნა. ასევე არასწორი და საბედისწერო იქნება ეკლესიასთან დაპირისპირება. ა რ მინდა ჩვენს ქვეყანაში ეს მოხდეს, თუმც რაც ბოლო დროს ხდება, ეკლესიისადმი სწორედ ამგვარი დამოკიდებულების ნიშანია. ეს დამღუპველი იქნება პრეზიდენტისთვისაც და სახელმწიფოსთვისაც.