რა ქონებით ტოვებს თანამდებობას დავით სერგეენკო
რა ქონებით ტოვებს თანამდებობას დავით სერგეენკო
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ თანამდებობა დატოვა.

ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. ბახტაძის თქმით, სერგეენკო მისი მრჩევლის პოსტს დაიკავებს. რაც შეეხება ჯანდაცვის ახალ მინისტრს, ამ პოსტზე პრემიერმა ეკატერინე ტიკარაძე წარადგინა, რომელიც აქამდე საჩხერის საავადმყოფოს დირექტორი იყო.

მნიშვნელოვანია, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლიდან 2012 წლიდან - დღემდე, მთავრობის შემადგენლობა რამდენჯერმე შეიცვალა, თუმცა, ორი მინისტრი პოსტს უცვლელად იკავებდა. მათგან ერთ-ერთი
სწორედ დავით სერგეენკო იყო.

"ბიზნესპრესნიუსი" დაინტერესდა თუ რა ქონებას ფლობს პრემიერის მომავალი მრჩეველი დავით სერგეენკო.

2019 წლის 31 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ჯანდაცვის მინისტრის უძრავ-მოძრავი ქონება გასულ წელთან შედარებით არ შეცვლილა. სერგეენკო კვლავ ფლობს - 82 კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლს თბილისში და 1
500 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს სოფელ ბულაჩაურში. მასვე ეკუთვნის მსუბუქი ავტომობილი Toyota Prado. გაგრძელება




გიო
18 ივნისი 2019 20:48
საწყალი. ჩასვეს გოდორში. გოდორს მაინც ნუ გადააგდებენ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა