რუსეთის დუმის დეპუტატი:"არანაირი დისკომფორტი არ მაქვს, ძალიან ბედნიერი ვარ, საქართველო ჩემი სამშობლოა" - კვირის პალიტრა

რუსეთის დუმის დეპუტატი:"არანაირი დისკომფორტი არ მაქვს, ძალიან ბედნიერი ვარ, საქართველო ჩემი სამშობლოა"

არანაირი დისკომფორტი არ მაქვს, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემს სამშობლოში ვარ - ამის შესახებ რუსეთის დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა ჟურნალისტებს განუცხადა. გავრილოვი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში მიმდინარე მიღებაზე იმყოფება, რომელიც სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში მიმდინარეობს.

კითხვაზე, უქმნის თუ არა მას იმ ქვეყანაში ყოფნა, რომლის 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული, გავრილოვმა განაცხადა რომ მას არანაირი დისკომფორტი არ აქვს.

"არანაირი დისკომფორტი. ძალიან ბედნიერი ვარ. საქართველო ჩემი სამშობლოა", - განაცხადა გავრილოვმა.

ამასთან, სასახლესთან აქცია მიმდინარეობს, რომლის მონაწილეები საქართველოში გავრილოვის ჩამოსვლას აპროტესტებენ.

"ინტერპრესნიუსი"