საქართველოში უკრაინის ელჩმა რუსი დეპუტატის სიტყვით გამოსვლისას, პროტესტის ნიშნად სახელმწიფო ცერემონიების სასახლე დატოვა - კვირის პალიტრა

საქართველოში უკრაინის ელჩმა რუსი დეპუტატის სიტყვით გამოსვლისას, პროტესტის ნიშნად სახელმწიფო ცერემონიების სასახლე დატოვა

საქართველოში უკრაინის ელჩმა რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის სიტყვით გამოსვლისას, მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში გამართული მიღება პროტესტის ნიშნად დატოვა.

ელჩი იგორ დოლგოვი ამბობს, რომ მას არ უნდოდა რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლის სიტყვა მოესმინა. დოლგოვის თქმით, რუსეთი აგრძელებს უკრაინის და საქართველოს ოკუპაციას, რაც ყველანაირ საერთაშორისო სამართლის ნორმებს ეწინააღმდეგება.

"ინტერპრესნიუსი"