პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიას რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი უძღვება - კვირის პალიტრა

პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიას რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი უძღვება

საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესია გაიხსნა. ღონისძიების ფარგლებში, თბილისს 25-მდე ქვეყნის დელეგაციის 100-მდე მონაწილე ეწვია.

აღნიშნული ასამბლეის ჩატარებას აპროტესტებს საპარლამენტო ოპოზიცია.

სესიას მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პრეზიდენტი, რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი უძღვება, რომელსაც გუშინ სახელმწიფო ცერემონიების სასახლესთან საპროტესტო აქციით შეხვდნენ.

ოპოზიციის განცხადებით, სერგეი გავრილოვს "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი" აქვს დარღვეული, რასაც უმრვალესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი უარყოფს.

გენერალური ასამბლეა 21 ივნისს დაიხურება.

ამ წუთებში პარლამენტის სასესიო დარბაზში დელეგატთა სიტყვით გამოსვლები მიმდინარეობს.

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა საბერძნეთის პარლამენტის ინიციატივით შეიქმნა.

"ინტერპრესნიუსი"