მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა პარლამენტში აღარ გაგრძელდება, დელეგატები პარლამენტის შენობას ტოვებენ - კვირის პალიტრა

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა პარლამენტში აღარ გაგრძელდება, დელეგატები პარლამენტის შენობას ტოვებენ

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის დელეგატები პარლამენტის შენობას ტოვებენ. როგორც ანსამბლეის წარმომადგენელმა განაცხადა, სესია პარლამენტში აღარ გაგრძელდება.

ამასთან, საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში ქართული დელეგაციცის ხელმძღვანელმა ზაქარია ქუცნაშვილმა აღნიშნა, რომ სესია სხვაგან გაგრძელდება, თუმცა სად, ეს ქუცნაშვილს არ დაუკონკრეტებია.

მან ასევე განაცხადა, რომ სწორი იქნებოდა, თავიდანვე სხვა შენობა შერჩეულიყო.

ცნობისთვის, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიამ სხდომის გაგრძელება შესვენების გამოცხადების შემდეგ ვეღარ შეძლო. პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრებმა სესიის გახსნა რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის მიერ გახსნა გააპროტესტეს, პარლამენტის სპიკერატი შესვენების დროს დაიკავეს და განაცხადეს, რომ გავრილოვისა და რუსი დეპუტატების პარლამენტის სასესიო დარბაზში ყოფნას არ დაუშვებდნენ.

"ინტერპრესნიუსი"