"მოღალატე და მონა ხარ" - რატომ დაუხია ზაქარია ქუცნაშვილმა სამოქალაქო აქტივისტებს ბანერი - კვირის პალიტრა

"მოღალატე და მონა ხარ" - რატომ დაუხია ზაქარია ქუცნაშვილმა სამოქალაქო აქტივისტებს ბანერი

ხმაურმა და დაპირისპირებამ პარლამენტის სასესიო დარბაზიდან ფოიეში გადაინაცვლა. ფოიეში მყოფი სამოქალაქო პირები მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელს ზაქარია ქუცნაშვილს სთხოვენ პასუხს კითხვაზე, თუ როგორ დაუშვა ისეთი სირცხვილი პარლამენტში, როგორიცაა რუსი დეპუტატების ყოფნა.

"მოღალატე და მონა" – ასეთი მიმართავენ სამოქალაქო პირები ზაქარია ქუცნაშვილს.

ამის პარალელურად სქუცნაშვილმა სამოქალაქო აქტივისტებს ბანერი დაუხია, რომელზეც "სირცხვილი მთავრობას" ეწერა. იმ დროს, როდესაც დეპუტატს მედიის წარმომადგენლებთან კომენტარის გაკეთება სურდა, სამოქალაქო აქტივისტებმა მის უკან სწორედ აღნიშნული ბანერი გაშალეს და სკანდირებდნენ "მოღალატე, მონავ". ამან ქუცნაშვილი გააღიზიანა და აქტივისტების ბანერი დახია.

"კაბინეტში ვერავინ ვერ იჯდება ასე თბილად, რადგან ახალგაზრდები მოვდივართ. გამოვათრევთ კაბინეტებიდან ყველას და ყველას ვათქმევინებთ, რომ რუსეთი არის ოკუპანტი. ჯერ გავრილოვი დაგვისვეს საქართველოს პარლამენტში თავმჯდომარის სკამზე და მერე ჩვენს პროტესტზე ასე გვიპასუხეს. ასე არ გაგრძელდება, იმიტომ, რომ გადახედეთ, რამდენი ახალგაზრდა ვდგავართ აქ," - განაცხადა ერთ-ერთმა აქტივისტმა.

"ინტერპრესნიუსი"