"თუ საჭიროა, მე ვიქნები პასუხისმგებელი პირი" - რას აცხადებს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებზე ზაქარია ქუცნაშვილი - კვირის პალიტრა

"თუ საჭიროა, მე ვიქნები პასუხისმგებელი პირი" - რას აცხადებს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებზე ზაქარია ქუცნაშვილი

თუ საჭიროა, მე ვიქნები პასუხისმგებელი პირი, - ასე უპასუხა დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა ჟურნალისტებს კითხვაზე, თუ ვინ არის პარლამენტში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებელი პირი.

"თუ საჭიროა, მე ვიქნები პასუხისმგებელი პირი, ეგ არ არის პრობლემა. თუმცა, მე ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ საერთაშორისო ასამბლეები და საერთაშორისო ფორუმები უნდა გამოვიყენოთ ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვისთვის. ეს არის ჩემი შეუვალი და ჩემი პრინციპული პოზიცია, იმიტომ, რომ სხვა ინსტრუმენტები, გარდა საერთაშორისო საპარლამენტო დიპლომატიისა, რომ დავიცვათ ჩვენი ეროვნულ ინეტერსები, არ გვაქვს. რაც შეეხება ფორმას, ასამბლეის გამართვისას და ის, რომ სხდომა წაიყვანა არა ბერძენმა გენერალურმა მდივანმა, არამედ რუსმა დეპუტატმა, შეიძლება, აქ იყო დაშვებული შეცდომა",- განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"