"რაც აქ ხდება, ამას ჰქვია სახელმწიფო ინსტიტუტების შტურმი"- პარლამენტთან აქციაზე გიორგი გახარია მივიდა - კვირის პალიტრა

"რაც აქ ხდება, ამას ჰქვია სახელმწიფო ინსტიტუტების შტურმი"- პარლამენტთან აქციაზე გიორგი გახარია მივიდა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მივიდა. მან მოქალაქეებს პოლიციის მოთხოვნების დამორჩილებისკენ მოუწოდა.

"თითოეულ მოქალაქეს, რომელიც ახლა დგას ამ მოედანზე და გამოთქვამს სამართლიან პროტესტს, მოვუწოდებ ერთმნიშვნელოვნად დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნას. რაც აქ ხდება, ამას ჰქვია სახელმწიფო ინსტიტუტების შტურმი. სხვას ყველაფერს მოგვიანებით გეტყვით," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

"ინტერპრესნიუსი"