"როგორც არ უნდა დამთავრდეს დღევანდელი ტრაგიკული შემთხვევა, ყველა დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით" - კვირის პალიტრა

"როგორც არ უნდა დამთავრდეს დღევანდელი ტრაგიკული შემთხვევა, ყველა დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით"

როგორც არ უნდა დამთავრდეს დღევანდელი ტრაგიკული შემთხვევა, თავდასხმას პოლიციასა და პარლამენტზე ექნება შესაბამისი შეფასება და ყველა დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს პარლამენტის შენობაში განუცხადა.

"ის, რაც ხდება, არის არა სამწუხარო, არამედ ტრაგედია. რა თქმა უნდა, მიზეზი შეიძლება იყოს ბევრი. ზოგჯერ მიზეზი შეიძლება იყოს სამართლიანი, თუმცა სახელწმიფო ინსტიტუტებზე შეტევა, ან შეტევისკენ მოწოდება, როგორც არ უნდა დამთავრდეს დღევანდელი ტრაგიკული შემთხვევა, თავდასხმას პოლიციაზე, რომელიც არის სახელმწიფო ინსტიტუტი და თავდასხმას პარლამენტზე ექნება შესაბამისი შეფასება და ყველა დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მანამდე შს მინისტრსა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ სალომე სამადაშვილს შორის მცირე სიტყვიერი კამათი მოხდა. სალომე სამადაშვილმა მას გადადგომისკენ მოუწოდა.

"დღეს თქვენ დაარღვიეთ საქართველოს კონსტიტუცია. დაწერეთ განცხადება და გადადექით დაკავებული თანამდებობიდან ირაკლი კობახიძესთან ერთად,"- მიმართა სამადაშვილმა გახარიას.

"ინტერპრესნიუსი"