რას აცხდებენ დიპლომატიური კორპუსისი წარმომადგენლები თბილსში მიმდინარე პროცესებზე? - კვირის პალიტრა

რას აცხდებენ დიპლომატიური კორპუსისი წარმომადგენლები თბილსში მიმდინარე პროცესებზე?

პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ეხმაურება.

"ყურადღებით ვაკვირდებით ამ საღამოს თბილისში, საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე მოვლენებს. გვესმის ის ტკივილი, რომელსაც დღეს უამრავი ადამიანი განიცდის. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, შეინარჩუნონ სიმშვიდე, გამოიჩინონ თავშეკავება და მუდმივად იმოქმედონ კონსტიტუციის ფარგლებში“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

პარლამენთან არსებულ დაძაბულ ვითარებას ასევე გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთის საელჩო:

"თვალყურს ვადევნებთ თბილისში პარლამენტის წინ მიმდინარე მოვლენებს, კარგად გვესმის დღევანდელ მოვლენებთან დაკავშირებით საზოგადოების გულისტკივილი. მოვუწოდებთ მხარეებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე და იმოქმედონ კანონის ფარგლებში" – ნათქვამია დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"