ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანში ვიზიტი შეწყვიტა და თბილისში ბრუნდება - კვირის პალიტრა

ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანში ვიზიტი შეწყვიტა და თბილისში ბრუნდება

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბაქოში ოფიციალური ვიზიტი შეწყვიტა და თბილისში ბრუნდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტიდან აცნობეს, ირაკლი კობახიძე უკვე გზაშია. მასთან ერთად თბილისში ბრუნდება დელეგაციის ნაწილი.

შესაბამისად, გაუქმდა ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დანიშნული ღონისძიებები, მათ შორის შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან.