"ვთხოვ ჩვენს პოლიციას, აღარ იძალადოს საქართველოს მოქალაქეებზე" - კვირის პალიტრა

"ვთხოვ ჩვენს პოლიციას, აღარ იძალადოს საქართველოს მოქალაქეებზე"

როგორც არ უნდა განვითარდეს პოლიტიკური მოვლენები, მინდა ვთხოვო ჩვენს პოლიციას, აღარ იძალადოს საქართველოს მოქალაქეებზე, იმ ახალგაზრდებზე, ვინც იცავს საქართველოს სუვერენიტეტს, ღირსებას, იცავენ იმას, რომ რუსებს არასდროს გაუვათ მივიღოთ მათი რეალობა,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის შენობის წინ ჟურნალისტებს განუცხადა.

გიორგი მარგველაშვილმა 30 წლის წინ განვითარებული მოვლენები გაიხსენა და თქვა, რომ რუსული დროშა პარლამენტის შენობაზე არასდროს იფრიალებს.

"დღეს არ შემეძლო არ მოვსულიყავი პარლამენტის შენობასთან, სადაც 30 წლის წინ რუსეთის იმპერიის ინტერესებისან გამომდინარე დაიღვარა ქართველი ახალგაზრდების სისხლი. გუშინ ღამეც, აქ, დაიღვარა ქართველი ხალხის სისხლი და მიზეზი იყო რუსეთის იმპერიის ინტერესების დაცვა. 30 წლის წინ, აქ იდგნენ ქართველი პოლიციელები და ისინი იცავდნენ დემონსტრანტებს, ჩვენ დღემდე მათი მადლობელი ვართ. დღეს, როგორც არ უნდა განვითარდეს პოლიტიკური მოვლენები, მე მინდა ვთხოვო ჩვენს პოლიციას აღარ იძალადოს საქართველოს მოქალაქეებზე, იმ ახალგაზრდებზე, ვინც იცავს საქართველოს სუვერენიტეტს, ღირსებას, იცავენ იმას, რომ რუსებს არასდროს გაუვათ მივიღოთ მათი რეალობა. არასდროს რუსული დროშა არ იფრიალებს ამ პარლამენტის შენობაზე",- განაცხადა მარგველაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"