"პუტინმა საქართველოს ომი გამოუცხადა: ტურისტების შემოსვლის აკრძალვა ეკონომიკურად არანაკლებ დამანგრეველი შეიძლება იყოს, ვიდრე სამხედრო აგრესია"
"პუტინმა საქართველოს ომი გამოუცხადა: ტურისტების შემოსვლის აკრძალვა ეკონომიკურად არანაკლებ დამანგრეველი შეიძლება იყოს, ვიდრე სამხედრო აგრესია"
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, 8 ივლისიდან საქართველოს მიმართულებით ავიამიმოსვლა დროებით იკრძალება.

ამ გადაწყვეტილების შემდეგ, რუსულმა ავიაკომპანიებმა საქართველოს მიმართულებით 8 ივლისიდან ბილეთების გაყიდვები შეაჩერეს. რუსული მედიის ინფორმაციით, ავიაკომპანიებმა "სმარტავიამ", "პაბედამ", "რედ ვინგზმა" და "ეს 7"-მა ბილეთების გაყიდვა უკვე შეაჩერეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე:

"პუტინმა საქართველოს ომი გამოუცხადა: ტურისტების შემოსვლის აკრძალვა შუაგულ სეზონზე ეკონომიკურად არანაკლებ დამანგრეველი შეიძლება იყოს, ვიდრე პირდაპირი სამხედრო აგრესია
- ეს საშუალო და მცირეშემოსავლიანი ქართველების მოგუდვას ემსახურება. შედეგად უნდა მიიღოს უპრეცედენტო სოციალური ბუნტი, ტურისტულ შემოსავლებზე ჩამოკიდებული ასიათასობით ქართველის დაპირისპირება პროდასავლურ ვექტორთან და რუსთაველზე გასულ თავისუფლებისმოყვარე თაობასთან, დესტაბილიზაცია და ქვეყნის ჩამოქცევა. ამიტომ, რადგან ვიცით, რომ ღია, გამოცხადებულ ომში ვართ: ერთიანობის და არა - წუწუნის და
თავში ცემის დროა! რადგან ისიც ვიცით, რა მეთოდებით გვებრძვის და რისი მიღწევა უნდა, განსაკუთრებული გონიერება და პროვოკაციებზე არ წამოგება გვმართებს! თუ ვინმე დაზარალდა პუტინის ამ ტურისტული ემბარგოთი, ერთ-ერთი მეც ვარ. მაგრამ ვიცი, რომ ომში ვარ და ვარ ამ ქვეყნის რიგითი ჯარისკაცი. და ამ სტატუსით მოგიწოდებთ: არ დავუშვათ საზოგადოების ერთმანეთთან წაკიდება, დესტაბილიზაცია და ქვეყნის ჩამოქცევა. ერთიანობის და გონიერების დროა!", - წერს "ფეისბუკში" ხათუნა ლაგაზიძე. (წყარო)




არჩილ
23 ივნისი 2019 17:43
არცერთი მდიდარი რუსი აქ არ ჩამოდის და ფულს არ ხარჯავს. და ის ვინც ჩამოდის, მოაქვს თავის საჭმწლ-სასმელი და საწვავი. ასევე იქცევიან აზერები და სომხები. აბა, გაბედე და ავსტრალიაში თუნდაც 200 გრ საკვები შეიტანე. ასე რომ, რუსები აქ ფულს თითქმის არაფერში ხარჯავენ. სამაგიეროდ შემოაქვთ ათასნაირი ვენერიული დაავადებები, ინგრევა ოჯახები და თანაც თავს გვაყვედრიან. როგორც რუსეთშია ჩვენთვის ვიზა საჭირო, ასევე უნდა იყოს მათთვის, სავიზო მოსაკრებლე
თხის რქა
22 ივნისი 2019 15:04
ანუ? ვერ გავიგე რას ამბობს ეს ქალი???
ქართლოსი
22 ივნისი 2019 14:16
პუტინმა შეასრულა ამერიკელების მოთხოვნა საქართველოს დასასჯელად. ტურისტების ნაკადი შეწყდება რუსეთიდან, როგორც მოითხოვდნენ ამერიკელები. ალი და ოსმანა ისევ ჯიჯგნის საქართველოს. ნუ შევდრკებით ქართველნო! ჩვენი წინაპრები სიკვდილსაც არ უშინდებოდნენ და არ თმობდნენ ენას, მამულს და სარწმუნოებას. მივყვეთ ჩვენ ძველ გზას. ჭირსა შინა გამაგრება ისე უნდა ვით ქვითკირსა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?