"კადიროვი ტყუილად ნუ გვახსენებს, რომ საქართველომდე ორასი კილომეტრია" - რას პასუხობს ქისტი ქალი კადიროვს?
"კადიროვი ტყუილად ნუ გვახსენებს, რომ საქართველომდე ორასი კილომეტრია" - რას პასუხობს ქისტი ქალი კადიროვს?
საქართველოში მიმდინარე პროცესების თაობაზე გავრცელდა ჩეჩნეთის ხელმძღვანელის, რამზან კადიროვის განცხადება, რომელშიც ლაპარაკი იყო იმაზე, რომ ის შეშფოთებით ადევნებს თვალს თბილისში მიმდინარე მოვლენებს.

"მინდა შეგახსენოთ, რომ გროზნოდან თბილისამდე სულ 200 კილომეტრია. რუსეთში, არაოფიციალური მონაცემებით, თითქმის მილიონი ქართველია. ჩვენ ხალხებს მეგობრობის და ერთიანობის საუკუნეობრივი კავშირი აქვთ", - ვკითხულობთ მის განცახდებაში.

კადიროვმა ივარაუდა, რომ ანტირუსი რადიკალების გამო ქართული პლაჟები, რესტორნები, კაფეები და სასტუმროები დაცარიელდება. მისი აზრით, რუსებს და ქართველებს "ათასობით მიზეზი აქვთ მშვიდობიანი
თანაცხოვრებისთვის და არც ერთი მიზეზი ერთმანეთის სიძულვილისათვის".

ჩეჩნეთის ხელმძღვანელი დარწმუნებულია, რომ ქართველი "პოლიტიკანები" რუსეთის წინააღმდეგ განაწყვეს დასავლეთისგან წაქეზებულმა ძალებმა.

"ქალბატონი პრეზიდენტი (სალომე ზურაბიშვილი) ძალიან ცდება. სწორედ რუსეთია დაინტერესებული იმით, რომ საქართველოში იყოს მშვიდობა ერთიანობა და თანხმობა", - დაასკვნის კადიროვი. მას "ფეისბუკის" პირად გვერდზე უპასუხა ქისტმა
ქალბატონმა, ქისტი, უხუცესის ხასო ხანგოშვილის ქალიშვილმა  ნონა ხანგოშვილმა (თუმი დიშნი), რომლის პოსტსაც უცვლელად გთავაზობთ:

"რამზან კადიროვი ტყუილად ნუ გვახსენებს, რომ საქართველომდე სულ ორასი კილომეტრია, მან კარგად უნდა იცოდეს, რომ საქართველოში მისივე ხალხი ცხოვრობს ორას წელზე მეტია და სულ რაღაც ერთი წლის უკან პანკისში მანქანაზე გაკრული მისი პლაკატები ჩამოგლიჯეს და ფეხქვეშ გათელეს. ამით დაანახეს რომ მათთვის კადიროვი მხოლოდ ჩეჩენი ერის მოღალატეა. ისინი პირველები იქნებიან საქართველოში, ვინც პირველები დაუდგებიან წინ საბრძოლველად, თუ ერთი გოჯითაც გადმოლახავს საქართველოს საზღვარს.

კადიროვს ნუ ავიწყდება, რომ ჩეჩნეთისათვის რუსეთის იმპერია ისეთივე ოკუპანტი ურჩხულია, როგორც საქართველოსთვის.

ჩვენს გვერდით არის 350 ათასზე მეტი ჩეჩენი, რომელიც რუსეთის იმპერიისგან დევნილია დღეს ევროპაში და მთელი ჩეჩენი ერი, რომელიც საუკუნეების მანძილზე იბრძვის რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ თავისუფლებისთვის, როგორც საქართველო.

კადიროვი კარგად უნდა დაფიქრდეს იმაზე, თუ რას ნიშნავს ვაინახისთვის რუსეთი და საქართველო, რომელი მათგანი მოიაზრება, როგორც მოსისხლე მტერი და რომელი სიხლით მონათესავე და მოძმე.

და ნუ დაავიწყდება, რამდენი სისხლიანი გენოციდი მოუწყო მის ხალხს რუსეთის იმპერიამ სამასი წლის მანძილზე.

ისიც ნუ ავიწყდება, რომ 2008 წლის აგვისტოს ომში მისი და პუტინის მიერ გადმოსროლილმა ჩეჩენმა სპეცრაზმელებმა როგორ გაუხსნეს ჩუმად ქართველ ჯარისკაცებს კორიდორი და საკუთარი სიცოცხლის ფასად რამდენი ქართველი გადაარჩინეს".

იკა
19 ივლისი 2019 08:25
ძვირფასი ხარ. პატივს გცემ, გაიხარე.
GGG
18 ივლისი 2019 15:50
გაიხარე ქალბატონო.
სხვისი არ ვიცი, მე კი თავი ძალიან შემაყვარეს ქისტებმა.
აი ეს არის მეგობრობა.
აფერუმ
ნანა
24 ივნისი 2019 11:47
თუმი, ვაჟკაცი ქალი ხარ, ერთგული, შენი ერის პატრიოტი და სამართლიანი.სანამ შენ და მექა ქართველებს გვერდში გვიდგეხართ ჩვენსა დხა ქისტებს შორის არაფერი არ მოხდება. გაიხარე!

რუბრიკის სხვა სიახლეები
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?