"მზად ვარ ივანიშვილს დავეხმარო კარის პოვნაში" - რა წინადადებით მიმართავს გია ხუხაშვილი ბიძინა ივანიშვილს?
"მზად ვარ ივანიშვილს დავეხმარო კარის პოვნაში" - რა წინადადებით მიმართავს გია ხუხაშვილი ბიძინა ივანიშვილს?
"მინდა მოვუწოდო ხელისუფლებას, აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა 20-21 ივნისის მოვლენებზე, დროულად გადაიხადოს პოლიტიკური ფასი, ჩააქროს შიდა კრიზისი და მიხედოს საგარეო საფრთხეებს! ეს არის სახელმწიფოებრივი გეგმა. თუ ასე არ მოიქცევა ხელისუფლება, მოგვიწევს დავასკვნათ, რომ მისთვის მთავარი სახელმწიფო კი არა, ძალაუფლებაა. ხელისუფლება, რომლისთვისაც მთავარი ძალაუფლების შენარჩუნება ხდება, ირეცხება ამ ქვეყანაში - ასეთია ისტორიული კანონზომიერება", - განაცხადა ექსპერტმა გია ხუხაშვილმა გაზეთ "კვირის პალიტრასთან". მან ამავე ინტერვიუში მიმართა ბიძინა ივანიშვილს. გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან:

გია ხუხაშვილი:
- თქვენი გაზეთის მეშვეობით მინდა მივმართო ბიძინა ივანიშვილსაც - მან უნდა შეძლოს და გაუსწოროს მისთვის არასასურველ და დრამატულ რეალობას თვალი.

მახსოვს, 2012 წელს ბევრს ვსაუბრობდით
და გადაწყვეტილი გვქონდა, როგორც კი დადგებოდა ამის დრო, გავცლოდით ქართულ პოლიტიკას. მე ეს შევძელი, მან ეს ვერ მოახერხა სხვადასხვა სუბიექტური და ობიექტური მიზეზის გამო. არ მიმაჩნია, რომ ის ხელისუფლებას ეპოტინება, დარწმუნებული ვარ, უნდა წასვლა, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ მასზე ჩამოკიდებულია ძალაუფლება, ვეღარ ხედავს გასასვლელ კარს. ამიტომ პირადად მე მზად ვარ მონაწილეობა მივიღო ამ პროცესში და დავეხმარო ამ კარის პოვნაში.

მზად ვარ შევბრუნდე პოლიტიკაში და მასთან ერთად ვიმუშაო იმაზე, რომ მივიყვანოთ ეს პროცესი 2020 წლის ღირსეულ, სამართლიან არჩევნებამდე. კონკურენტული არჩევნებით გადავაბაროთ ძალაუფლება იმ ძალებს, რომლებსაც აირჩევს ხალხი, და ამის შემდეგ მასთან ერთად დავტოვო ქართული პოლიტიკა. ამაზე დიდ საქმეს ბიძინა ივანიშვილი ვერც საკუთარ თავს და ვერც ქვეყანას ვერ გაუკეთებს.
ეს იქნება ღირსეული წასვლა, რაშიც მზად ვარ დავეხმარო. თუ ის ამას უჩემოდ გააკეთებს, კიდევ უფრო ბედნიერი ვიქნები.

- თუ დაგთანხმდათ ამ შეთავაზებაზე, არ ფიქრობთ, რომ წასვლამდე ის ქვეყნის სათავეში ფორმალურად უნდა დაბრუნდეს?
- სწორად სვამთ საკითხს. როცა ვამბობ, რომ მზად ვარ მივეხმარო-მეთქი, ვგულისხმობ იმას, რომ ჩემი პირველი რეკომენდაცია იქნება აღდგეს ქვეყანაში ინსტიტუციური წესრიგი, რაც ნიშნავს, რომ ძალისა და ინსტიტუციური ცენტრები თანხვედრაში მოვიდეს. დიახ, ივანიშვილი პრემიერ-მინისტრი უნდა გახდეს. მესმის, რომ არ უნდა, მაგრამ უნდა გადადგას ეს ნაბიჯი და აღადგინოს ინსტიტუციური წესრიგი, გახდეს ჯანსაღი არჩევნების ჩატარების გარანტი, აარიდოს ქვეყანას საგარეო თუ საშინაო რისკები და 2020 წლის არჩევნების შემდეგ წავიდეს!

მათე
25 ივნისი 2019 09:59
სწორი რჩევაა, ქვეყნისთვის ასე ჯობია, ხალხი გენდოთ, და თქვენ(ივანიშვილმა) მათ უღალატედ, სამართლიანობის ლოზუნგით მოდით და უსამართლობის ზენიტია ყველა სფეროში. ქუცნაშვილის დეკლარაცია რომ წავიკითხე ისიც მიკვირს 200 ლარს როგორ იმეტებთ პენსიონერებისათვის, თქვენ(ხელისუფლება) ყველაზე მეტად არღვევთ თანასწორობის პრინციპს. ე.ი კონსტიტუცია საქართველოში საერთოდ არ მოქმედებს. მიენდეთ ხუხაშვილს იქნებ ცოტათი მაინც გამოიყვანოთ ქვეყანა უკიდურესი კრიზისიდან.
ალექს
25 ივნისი 2019 07:13
საარჩევნო სიის დასადგენად მოსახლეობა აღაწერინე გია,ოღონდ ემიგრაციიან მივლინებიანად !
აბა სასირცხვილოდ იმდენნი ვართ ,რამდენიც უნდათ ,უფრო მეტი კი არ უნდათ !
kaxa
24 ივნისი 2019 13:52
" აღადგინოს ინსტიტუციური წესრიგი, გახდეს ჯანსაღი არჩევნების ჩატარების გარანტი, აარიდოს ქვეყანას საგარეო თუ საშინაო რისკები და 2020 წლის არჩევნების შემდეგ წავიდეს " - სწორია, მაშინ ის საქართველოს ისტორიაში შევა როგორც დადებითი პიროვნება.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა