"გიორგი გახარიას უმრავლესობის სხდომაზე ყოფნის აუცილებლობა არ იყო" - კვირის პალიტრა

"გიორგი გახარიას უმრავლესობის სხდომაზე ყოფნის აუცილებლობა არ იყო"

გიორგი გახარიას უმრავლესობის სხდომაზე ყოფნის აუცილებლობა არ იყო, - განაცხადა "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ იმყოფებოდა გიორგი გახარია უმრავლესობის სხდომაზე და იყო თუ არა მასზე საუბარი, კალაძე ამბობს, რომ ეს თემა პოლიტსაბჭოზე არ განხილულა.

"ეს იყო უმრავლესობის სხდომა. ბატონი გიორგი გახარიას უმრავლესობის სხდომაზე ყოფნის აუცილებლობა არ იყო. არ ყოფილა მასზე საუბარი"-, აღნიშნა კალაძემ.

"ინტერპრესნიუსი"