შინაგან საქმეთა მინისტრი წერილობით მიმართავს პარლამენტს - რას ითხოვს გიორგი გახარია? - კვირის პალიტრა

შინაგან საქმეთა მინისტრი წერილობით მიმართავს პარლამენტს - რას ითხოვს გიორგი გახარია?

შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია წერილობით მიმართავს პარლამენტს და 20-21 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პლენარულ სესიაზე გამოსვლას ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

"საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 154-ე მუხლის საფუძველზე, მოგმართავთ თხოვნით, კომპეტენციის ფარგლებში, წარვსდგე პარლამენტის პლენალურ სხდომაზე, 2019 წლის 20-21 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"