საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე სართულიდან მცირეწლოვანი ბავშვი გადმოვარდა - კვირის პალიტრა

საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე სართულიდან მცირეწლოვანი ბავშვი გადმოვარდა

ისანში, მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე სართულიდან მცირეწლოვანი ბავშვი გადმოვარდა და გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

მათივევე ცნობით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116 -ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"