როდის მოუსმენენ გიორგი გახარიას პარლამენტში? - კვირის პალიტრა

როდის მოუსმენენ გიორგი გახარიას პარლამენტში?

საქართველოს პრემიერი-მინისტრი მამუკა ბახტაძე ყოველწლიური ანგარიშით პარლამენტის წინაშე 27 ივნისის პლენარულ სხდომაზე წარდგება.

ბახტაძის 27 ივნისისთვის მოსმენაზე ბიურო შეთანხმდა და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო.

რაც შეეხება შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას მოსმენას, ბიუროს სხდომაზე, სავარაუდო თარიღად 28 ივნისი დასახელდა, თუმცა ამ დღეზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრი 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტში საკუთარი ინიციატივით მიდის.

"ინტერპრესნიუსი"