"გიორგი გახარია უნდა გადადგეს...ვთვლი, რომ ადამიანს, რომელიც დაიქირავეს იმისათვის, რომ შეასრულოს თავისი ფუნქცია, ეს არ გამოსდის" - კვირის პალიტრა

"გიორგი გახარია უნდა გადადგეს...ვთვლი, რომ ადამიანს, რომელიც დაიქირავეს იმისათვის, რომ შეასრულოს თავისი ფუნქცია, ეს არ გამოსდის"

მე ვთლი, რომ ადამიანს, რომელიც დაიქირავეს იმისათვის, რომ შეასრულოს თავისი ფუნქცია, ეს არ გამოსდის, - ამის შესახებ მაკა ჩიჩუამ განაცხადა, რომელიც პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას ესწრება.

"ვფიქრობ, თვითონ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილება უნდა იყოს თანამდებობიდან გადადგომა,- ასე უპასუხა ყოფილმა პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას, იზიარებს, თუ არა დემონსტრანტების მოთხოვნას, რომ თანამდებობა დატოვოს შს მინისტრმა გიორგი გახარიამ.

"ინტერპრესნიუსი"