"არ გამოვრიცხავ, რომ კოალიციური მთავრობის შექმნა გახდეს აუცილებელი" - კვირის პალიტრა

"არ გამოვრიცხავ, რომ კოალიციური მთავრობის შექმნა გახდეს აუცილებელი"

არ გამოვრიცხავ, რომ კოალიციური მთავრობის შექმნა გახდეს აუცილებელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

"არ გამოვრიცხავ რომ კოალიციური მთავრობის შექმნა გახდეს აუცილებელი, თუმცა აქვე ვიტყვი, რომ ჩვენ პოლიტიკურ ძალას აქვს საზოგადოების მხრიდან მნიშვნელოვანი პოლიტიკური მხარდაჭერა. ზოგადად, ჩვენ შეგვიძლია საუბარი, რომ შესაძლოა გახდეს საჭირო კოალიური მთავრობის შექმნა“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ, თუმცა კოალიციის შექმნა პარლამენტში დღეს არსებულ პოლიტიკურ პარტიებთან კატეგორიულად გამორიცხა. მან ჩამოაყალიბა ის კრიტერიუმები რომელსაც უნდა აკმაყოფილებდნენ პარტიები, რომელთანაც შესაძლოა, "ქართულმა ოცნებამ“ კოალიციის შექმნა მოიაზროს.

"იმ პოლიტიკურ ოპოზიციასთან, ვინც დღეს არის წარმოდგენილი საქართველოს პარალმენტში, "ნაციონალურ მოძრაობას“ და მასთან ასოცირებულ პარტიებს ვგულისხმობ, კოალიციას არასდროს განვიხილავთ, რადგან "ნაციონალურმა მოძრაობამ“ უზარმაზარი ზიანი მიაყენა სახელმწიფოს. ჩვენ გვაქვს ჩვენი კრიტერიუმები, რომელსაც უნდა იზიარებდეს ის პარტია, ვისთანაც კოალიციას მოვიაზრებთ. საგარეო მისწრაფებებია მნიშვნელოვანი და უნდა იზიარებდეს ევროატლანტიკურ არჩევანს. საქართველოს აქვს ორი მტკივნეული გამოწვევა: ოკუპაცია და სიღარიბე. ნებისმიერი რეფორმა უნდა იყოს მიმართული ამ გამოწვევების დაძლევაზე და რა თქმა უნდა, განათლება როგორც ეროვნული იდეა. ჩვენ ამ კრიტერიუმებით ვიხელმძღვანელებთ. ახლა ვსაუბრობთ თეორიულ შესაძლებლობაზე. "ნაციონალებთან“ კატეგორიულად გამორიცხულია“- განაცხადა პრემიერ მინისტრმა "იმედთან“ ინტერვიუში და იქვე დასძინა, რომ ახალი რეფორმა, რომელიც ნულოვან ბარიერს ეხება, მნიშვნელოვან შესაძლებლობებს შექმნის როგორც პარლამენტს გარეთ მყოფი პარტიებისთვის, ასევე ახალი პოლიტიკური ძალებისთვის.

"ინტერპრესნიუსი"