"შენ ხარ მიშას დაქალი და პროვოკატორი" - რა მოხდა პარლამენტში ადა მარშანიასა და თინა ბოკუჩავას შორის - კვირის პალიტრა

"შენ ხარ მიშას დაქალი და პროვოკატორი" - რა მოხდა პარლამენტში ადა მარშანიასა და თინა ბოკუჩავას შორის

პარლამენტის ფოიეში დეპუტატ ადა მარშანიასა და თინა ბოკუჩავას შორის შელაპარაკება მოხდა. ადა მარშანია ბოკუჩავას მიმართა, რომ ის არის "მიშას დაქალი და პროვოკატორი". ბოკუჩავამ ადა მარშანიას დამშვიდებისკენ მოუწოდა და საპასუხოდ უთხრა, რომ ესმის მისი გაღიზიანების.

ბოკუჩავამ ფრაქცია "საქართველოს პატრიოტების" წევრს მიმართა, რომ ის გაღიზიანებულია იმით, რომ მოსახლეობა რუსეთს და რუსულ ოკუპაციას აპროტესტებს.

"ინტერპრესნიუსი"