"გიორგი გახარიამ ეს ქვეყანა კიდევ უფრო დიდი უბედურებისგან - სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისგან დაიცვა" - კვირის პალიტრა

"გიორგი გახარიამ ეს ქვეყანა კიდევ უფრო დიდი უბედურებისგან - სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისგან დაიცვა"

თქვენ როგორ გგონიათ, ბრძანება იყო გაცემული, რომ დამიზნებით ახლოდან ესროლეთ ადამიანებს? - როგორ გეკადრებათ, - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა აკაკი ზოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ყველამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა 20 ივნისის ღამის მოვლენებზე, მათ შორის ოპოზიციამ.

"ჩვენ ყველა ვგრძნობთ და ყველამ უნდა აიღოს თავისი პასუხისმგებლობა იმაზე, რაც მოხდა 20 ივნისს და ეს პასუხისმგებლობა, როგორც პოლიტიკური, ისე სისხლის სამართლებრივი უნდა იყოს სამართლიანობის აღდგენის საფუძველი. ჩვენ გვყავს დასახიჩრებული ახალგაზრდები და ამისთვის პასუხი კონკრეტულმა ადამიანებმა უნდა აგონ, მათ შორის ე.წ ოპოზიციიდან", - განაცხადა ზოიძემ.

ამასთან, ზოიძე ამბობს, რომ შს მინისტრმა 20 ივნისის ღამეს ქვეყანა უფრო დიდი უბედურებისგან დაიცვა.

"გახარიამ ეს ქვეყანა კიდევ უფრო დიდი უბედურებისგან დაიცვა - სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისგან. გულანთებული ახალგაზრდების აღშფოთებით ისარგებლეს "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა.

რა თქმა უნდა, ძალის გადამეტება იყო, აუცილებლად უნდა დაისაჯონ ისინიც, ვინც ძალის გადამეტებით ესროდა. სადისტების ადგილი მართლა გმირი პოლიციელების გვერდით არ არის",-განაცხადა ზოიძემ.

მისივე თქმით, ის მოითხოვს "პოლიტიკური დამნაშავის დაკავებას".

"ინტერპრესნიუსი"