"პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შემდეგ, პარლამენტში პოლიტიკური იდიოტების რიცხოვნობა გაიზრდება - ცირკს მომავალში უფრო მეტს ნახავთ"
"პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შემდეგ, პარლამენტში პოლიტიკური იდიოტების რიცხოვნობა გაიზრდება - ცირკს მომავალში უფრო მეტს ნახავთ"
მას შემდეგ, რაც გადავალთ აბსოლუტურად პროპორციულ სისტემაზე, პოლიტიკური იდიოტების რიცხოვნობა აუცილებლად გაიზრდება. ასე რომ, ცირკს მომავალში უფრო მეტს ნახავთ, - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა კახა ოქრიაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მან დღეს პარლამენტში მომხდარი დაპირისპირებაც შეაფასა და აღნიშნა, რომ "პარლამენტში პოლიტიკური იდიოტების" რიცხოვნობა მაღალია და კიდევ უფრო გაიზრდება.

"მე ვეწინააღმდეგები ამ სისტემაზე გადასვლას და მაქვს არგუმენტები. მე მაქვს არგუმენტები და ჩემს მოწინააღმდეგეებს არგუმენტები არ აქვთ. მარტო სურვილი აქვთ, რომ როგორმე ამ შენობაში
პოლიტიკურმა იდიოტებმა დაიბუდონ.

მოლდოვაში ათი წლის წინ გადავიდნენ პროპორციულ სისტემაზე, გაიარეს უბედურება და წელს გადმოვიდნენ შერეულ სისტემაზე. იტალია შარშან გადმოვიდა შერეულ სისტემაზე",-განაცხადა ოქრიაშვილმა.

შეგახსენებთ, "ქართული ოცნება" ინიციატივით გამოდის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, პროპორციული სისტემით ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში გაიმართოს.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?