"არ გამოვრიცხავ, რომ პარლამენტმა 26 ივნისს მიიღოს გადაწყვეტილება და ნიკა მელიას შეუჩერდეს უფლებამოსილება" - კვირის პალიტრა

"არ გამოვრიცხავ, რომ პარლამენტმა 26 ივნისს მიიღოს გადაწყვეტილება და ნიკა მელიას შეუჩერდეს უფლებამოსილება"

არ გამოვრიცხავ, რომ პარლამენტმა 26 ივნისს მიიღოს გადაწყვეტილება და ნიკა მელიას შეუჩერდეს უფლებამოსილება,-ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გაგა კახიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

გაგა კახიანის თქმით, პირის პასუხისგებაში მიცემა არ არის საკანონმდებლო ორგანოს ფუნქცია, პასუხისგებაში მიცემა არის გენერალური პროკუურატურის უფლებამოსილება.

"პარლამენტის წევრი სარგებლობს იმუნიტეტით,იმუნიტეტი ვრცელდება დაკავებაზე და ჩხრეკაზე. ანუ, პროკურატურა ვერ განხორციელებს პარლამენტის წევრის დაკავებას და ჩხრეკას პარლამენტის თანხმობის გარეშე. შემოსული არის პროკურატურისგან თხოვნა, რომ დროებით შეუჩერდეს ნიკანორ მელიას იმუნიტეტი . პარლამენტი ამ საკითხზე იმსჯელებს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. თავად პროცედურა არის შემდეგი:მას შემდეგ რაც ბიურო უკვე განსაზღვრავს კომიტეტს და ეს კომიტეტი იქნება საპროცედურო საკითხთა კომიტეტი და იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. კომიტეტზე, მოხდება პირველ რიგში ამ საკითხის განხილვა. ვინაიდან, ვადები მჭიდროა ვფიქრობ, რომ ხვალ, დილითვე ჩატარდება საკომიტეტო განხილვა. ხვალვე პლენარულ სხდომაზე იქნება შესაძლებლობა, რომ პარლამენტმა იმაჯელოს მისთვის იმუნიტეტის შეჩერებაზე", -აცხადებს გაგა კახიანი.

მისივე თქმით, აღნიშნულზე იმსჯელებს პარლამენტი და გადაწყვეტილებას მიიღებს, შეუჩერდება თუ არა იმუნიტეტი ნიკა მელიას.

"საზოგადოებას აქვს ინფორმაცია, ნახა რა მონაწილეობას იღებდა ბატონი ნიკანორი ამ საპროტესტო აქციის დროს. მე არ დავიწყებ შეფასებებს, რა გააკეთა მან. დამატებით ასევე პროკურატურის წარმომადგენლები იქნებიან მოწვეული პარლამენტში, მათგანაც მოვისმენთ, თუ არსებობს მტკიცებულებები",-განაცხადა კახიანმა

"ინტერპრესნიუსი"