"მელიას დაკავების საფუძველს ვერ ვხედავ"
25-06-2019
"მელიას დაკავების საფუძველს ვერ ვხედავ"
შეიძლება მათ ადმინისტრაციული ან რაღაც ასეთი დაარღვიეს, მაგრამ რაც გავრილოვის შემოყვანით და გახარიას პასუხისმგებლობით მოხდა, ეს ასჯერ და ათასჯერ უფრო მძიმეა, ვიდრე რაც შუაში მოხდა"- ამის შესახებ ჟურნალისტებს, სანდრა რულოვსმა ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით განუცხადა.

სანდრა რულოვსის განცხადებით, ხელისუფლება ცდილობს. დანაშაული ოპოზიციურ პარტიებს გადააბრალოს. მისი განცხადებითვე, პროკურატურას ნიკა მელიას დაკავების სამართლებრივი საფუძვლები არ აქვს.

"მე საქართველოში აქციის დაშლის დღეს არ ვიყავი და მეორე დღეს ჩამოვედი. მე ვთვლი, რომეს დღევანდელი მთავრობის
მიერ ხალხისთვის და პოლიტიკური პარტიებისთვის გადაბრალებაა, რაც არ გამოუვა და პოლიტიკური ფიასკოთი დამთავრდება. აქ საუბარი იყო იმაზე, რომ ჩვენ საქმე გვაქვს კოლაბორაციულ მთავრობასთან, რომელმაც შემოიყვანა რუსი დეპუტატი ჩვენს პარლამენტში. ამის გამო, რა თქმა უნდ,ა ხალხი საპროტ
ესტოდ გამოვიდა და რა თქმა უნდა, საკანონმდებლო ირგანოში შესვლა უნდოდათ. ეს ყველაფერი ხალხთან ერთად და ხალხის ძალით ხდებოდა. შეიძლება მათ ადმინისტრაციული ან რაღაც ასეთი დაარღვიეს, მაგრამ რაც ამის შემდეგ და მანამდე მოხდა, ეს ორივე, რაც გავრილოვის შემოყვანით და მერე რაც გახარიას პასუხისმგებლობით მოხდა, ეს ასჯერ და ათასჯერ უფრო მძიმეა, ვიდრე რაც შუაში მოხდა. მელიას დაკავების საფუძველს ვერ ვხედავ. შეიძლება ეს რაღაც ადმინისტრაციული დარღვევა იყოს ან რამე, მაგრამ რუსი დეპუტატის პარლამენტში შემოყვანა ეს ღალატია. მერე ხალხის და ახალგაზრდების დასჯა იმ ფორმით რაც ჩვენ ვნახეთ, ასობით ადამიანი სავადმყოფოში მოხვდა, თვალები დაკარგა და დაინვალიდდა ეს ათასჯერ უფრო მძიმეა. მოდი, ვნახოთ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა სანდრა რულოვსმა.

"ინტერპრესნიუსი"


რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით,  მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?