"რაც ვერ შეძლო პოლიტიკოსების ვერცერთმა თაობამ, მოახერხა მან, საფუძველი ჩაუყარა ყველაზე დემოკრატიულ რეფორმებს!" - კვირის პალიტრა

"რაც ვერ შეძლო პოლიტიკოსების ვერცერთმა თაობამ, მოახერხა მან, საფუძველი ჩაუყარა ყველაზე დემოკრატიულ რეფორმებს!"

თაინეთის მერი თამაზ მეჭიაური ბოლო დროს მიმდინარე ამბებს  სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, კონკრეტულად კი  ზაქარია ქუცნაშვილის მიერ საქართველოში საპარლამენტთაშორისო მართლმადიდებლური ასამბლეის ორგანიზებასა და შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე დაწერა, რომ ის, რაც დეპუტატმა მოახერხა, ვერ შეძლო ვერცერთმა პოლიტიკოსმა.

"გულწრფელად, ქედს ვიხრი მის წინაშე, რაც ვერ შეძლო პოლიტიკოსების ვერცერთმა თაობამ, თუნდაც უნებლიედ, მოახერხა მან, საფუძველი ჩაუყარა ყველაზე დემოკრატიულ რეფორმებს!", - წერს თამაზ მეჭიაური.

იფორმაციისთვის, მმართველი გუნდის მიერ გუშინ გახმოვანებული ინიციატივით კი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მთლიანად პროპორციული სისტემით, ნულოვანი ბარიერით ჩატარდება.

წყარო