ხმაური და დაპირისპირება სხდომაზე, სადაც ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხს განიხილავენ - კვირის პალიტრა

ხმაური და დაპირისპირება სხდომაზე, სადაც ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხს განიხილავენ

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის და იურიდულ საკითხთა კომიტეტის გაერთიანებული სხდომა კამათის ფონზე მიმდინარეობს.

სხდომაზე, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრის ნიკა მელიასთავის დაპატიმრების შესახებ პროკურატურისთვის თანხმობის მიცემაზე მსჯელობენ, ოპოზიცია პროკურატურისგან მტკიცებულებებს მოითხოვს და აღნიშნავენ, რომ პროკურატურის მიერ გაგზავნილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის.

თავად ნიკა მელია სხდომას არ ესწრება.

შეგახსენებთ, რომ დეპუტატის დაკავებაზე ან დაპატიმრებაზე პარლამენტის მიერ თანხმობის მიცემის შემთხვევაში, პარლამენტის წევრს უფლებამოსილება დაკავების ან დაპატიმრების პერიოდით შეუჩერდება.

პარლამენტის წევრის დაკავება ან დაპატიმრება, ასევე მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირადი გაჩხრეკა მხოლოდ პარლამენტის წინასწარი თანხმობით შეიძლება. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც პარლამენტს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს.

"ინტერპრესნიუსი"