"ეს გენერალური პროკურორი ჩვენ დავარქვით, თორემ სინამდვილეში ბიძინა ივანიშვილის რაღაც იურისტია" - კვირის პალიტრა

"ეს გენერალური პროკურორი ჩვენ დავარქვით, თორემ სინამდვილეში ბიძინა ივანიშვილის რაღაც იურისტია"

მე არ დავესწრები კომიტეტების სხდომას, მე დავესწრები პლენარულ სხდომას, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე განმარტებიათ, სახელმწიფო ბრალდებას, მის წინააღმდეგ რაიმე მტკიცებულება არ აქვს.

"რა მტკიცებულებები აქვს პროკურატურას? ახლა ვუსმენდი პროკურატურის წარმომადგენელს, რომელიც თხოვნით საუბრობს, რომ იქნებ გენერალური პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილოთო. ეს გენერალური პროკურორი ჩვენ დავარქვით რომ გენერალური პროკურორია, თორემ სინამდვილეში ბიძინა ივანიშვილის რაღაც იურისტია", - განაცხადა ნიკა მელიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, რას გააკეთებს დღეს საპარლამეტო უმრავლესობა, ნიკა მელიამ ასე უპასუხა: "მტერს არ ვუსურვებ, მათ ადგილზე ყოფნას".

"ინტერპრესნიუსი"