"ტოტალური დიქტატურა მყარდება - შეგვიძლია ხვალიდან აბრა "საქართველო" ჩამოვხსნათ და "ჩრდილოეთ კორეა" დავკიდოთ"
26-06-2019
"ტოტალური დიქტატურა მყარდება - შეგვიძლია ხვალიდან აბრა "საქართველო" ჩამოვხსნათ და "ჩრდილოეთ კორეა" დავკიდოთ"
ტოტალური დიქტატურა მყარდება საქართველოში - შეგვიძლია ხვალიდან ჩამოვხსნათ აბრა "საქართველო" და დავკიდოთ "ჩრდილოეთ კორეა", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა. მისივე თქმით, დეპუტატები დღეს ხმას აძლევენ არა კონკრეტულად ნიკა მელიას დაკავებას, არამედ ქვეყნის მომავალს.

"უპრეცედენტო ამბავი ხდება პარლამენტში და არა იმიტომ, რომ ნიკა მელიას უხსნიან იმუნიტეტს, აქ არ არის საქმე ნიკა მელიაში. იმ შემთხვევაში, თუ "ქართული ოცნების" დეპუტატები დააჭერენ მწვანე ღილაკს, ისინი აუნთებენ
მწვანეს დიქტატურას ამ ქვეყანაში, ეს ნიშნავს, რომ საქართველოში მყარდება სრული დიქტატურა.

თუ ნიკა მელიას დააკავებენ, შემდეგ მიაკითხავენ ყველას, ვისაც განსხვავებული აზრი გააჩნია და ვინც არ იზიარებს ამ ხელისუფლების პოლიტიკას, ყველა აღმოჩნდება ციხეში", - განაცხადა უდუმაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

მართალი
27 ივნისი 2019 07:37
კანონის წინაშე ყველა თანაბარი არ არის?
მოწოდება პარლამენტის შენობაზე თავდასხმის არ ისჯება კანონით?
Natia Dangadze
26 ივნისი 2019 15:34
Mtavrobis mxridan es aris sruli upasuxismgebloba.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?