პლენარულ სხდომას, სადაც ნიკა მელიასთვის სადეპუტატო მანდატის შეჩერებას უნდა უყარონ კენჭი, ოპოზიციიდან მხოლოდ მელია დაესწრება - კვირის პალიტრა

პლენარულ სხდომას, სადაც ნიკა მელიასთვის სადეპუტატო მანდატის შეჩერებას უნდა უყარონ კენჭი, ოპოზიციიდან მხოლოდ მელია დაესწრება

პლენარულ სხდომათა დარბაზში სხდომას, სადაც დეპუტატები კენჭს უყრიან ნიკა მელიას სადეპუტატო მანდატის შეჩერებას, "ნაციონალური მოძრაობა", "ევროპული საქართველო" და რამდენიმე დამოუკიდებელი დეპუტატი პროტესტის ნიშნად არ დაესწრება.

სხდომაზე შევა დეპუტატი ნიკა მელია, რომელიც საკითხზე თავის პოზიციას დააფიქსირებს.

როგორც სხდომის დაწყებამდე მელიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, პროცესი მთლიანად პოლიტიზებულია, რომლის მთავარ მიზანს ოპოზიციის დისკრედიტაცია წარმოადგენს.

"ინტერპრესნიუსი"